წარმატების 5 ფაქტორი - როგორ გამოიმუშავებენ მილიონერები ფულს | Allnews.Ge

წარმატების 5 ფაქტორი - როგორ გამოიმუშავებენ მილიონერები ფულს

სკოლის, კოლეჯისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადამიანები სრულიად ახალი რეალობის წინაშე ხშირად მოუმზადებლები აღმოჩნდებიან. წიგნებში ნასწავლი იდეალური თეორიებისა და გაკვეთილების მიღმა დაუნდობელი ბიზნეს სამყარო იმალება, რომელიც მხოლოდ კონკურენტურნარიან და მოქნილ ადამიანებს წყალობს.

თუ დააკვირდებით, ბიზნესმენებს ან სხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებმაც მილიონები და მილიარდები გამოიმუშავეს, დისციპლინის, შრომისმოყვარეობის, შესაბამისი განათლებსა და რისკის სიყვარულის გარდა ერთი განსაკუთრებული შტრიხი ახასიათებთ - ადაპტაციის უნარი.

როგორც წესი, რამდენიმე სამსახურის გამოცვლის შემდეგ ადამიანი ნეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია და ხვდება, თუ რა სფეროს სურს მიუღვნას თავი.

ამას გარდა წარმოგიდგენთ მილიონერების საიდუმლოებებს, რომლებმაც ფული გამოიმუშავეს. რა ფაქტორები განსაზღვრავს წარმატებას?

1. მილიონერები, რომლებიც ფულს აკეთებენ, პატიოსნები არიან

ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი სიმდიდრის შექმნის შესახებ არის თომას ჯ. სტენლის „მილიონერის გონება“. სტენლიმ ასობით მილიონერი გამოკითხა, რათა გაერკვია მათი ფულის გამომუშავების საიდუმლოებები. მათი უმეტესობის მიერ თქმული წარმატების ფაქტორების სიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პატიოსნება.

თუ გინდა სიმდიდრის შექმნა, ეს მხოლოდ ხალხის დახმარებით მოხდება. თქვენ უნდა შეძლოთ ბიზნესის კეთება ადამიანებთან და მათ მეშვეობით. თუ არაკეთილსინდისიერი ხართ და არავინ გენდობათ, გაგიჭირდებათ ბიზნესის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და გარიგებების დადება. აუცილებელია თქვენს მიერ გაცემული დაპირება შეასრულოთ.

2. მილიონერებს აქვთ დისციპლინა

წარმატების ერთ-ერთი თვისება არის თვითდისციპლინა. თითქმის ყველა მილიონერი ან შემოსავლიანი ადამიანი ამტკიცებს, რომ თვითდისციპლინის გარეშე ისინი ისეთივე წარმატებულნი არ იქნებოდნენ, როგორც დღეს არიან.

დიდმა მილიონერმა მაგნატმა რობერტ კიოსაკიმ ერთხელ თქვა: "თვითდისციპლინა არის # 1 ფაქტორი, რომელიც ადამიანებს მდიდრებად, საშუალო ფენად და ღარიბებად ანაწილებს.“

განაგრძეთ კითხვა