გაიზრდება თუ არა ფასები წელს ზამთრის კურორტებზე? | Allnews.Ge

გაიზრდება თუ არა ფასები წელს ზამთრის კურორტებზე?

დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსი“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც 3 კურორტზე მზადდება, ეს განახლებული საბაგიროები და გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების გამართული სისტემა იქნება.

“მესტია განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს. ეს არის თანამედროვე, გონდოლის ტიპის საბაგირო, რომლითაც ჩანაცვლდა ძველი. იმ საბაგიროს ჰქონდა უფრო ნაკლები გამტარუნარიანობა და საკმაოდ დიდი რიგები იყო. ახლა 10-კაციანი გონდოლა იქნება და ეს ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება მესტიისთვის.

ბაკურიანში საკმაოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მომავალი წლის თებერვალში სატესტო ღონისძიება, რომელიც უნდა ჩავატაროთ თებერვალში, მაღალი რანგის და კლასის. ამისთვის კეთდება სათხილამურო, საშეჯიბრო ტრასა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. ასევე, როგორც იცით, ზაფხულში სამწუხაროდ, მეხმა დაგვიზიანა კოხტას საბაგიროს ზედა სადგური და მისი რეკონსტრუქციაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ესეც რა თქმა უნდა, სეზონისთვის მზად იქნება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz