იგეგმება თუ არა "ლოკდაუნი" და ტრანსპორტის შეჩერება? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

იგეგმება თუ არა "ლოკდაუნი" და ტრანსპორტის შეჩერება? - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას რა ინ­დი­კა­ტო­რე­ბი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

ამას­თან, რო­გორც მან უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პან­დე­მი­ის მარ­თვის მო­დე­ლი შე­იც­ვა­ლა და ე.წ. ლოკ­და­უ­ნე­ბი, ჩა­კეტვე­ბი და ტრან­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტში შე­დის 4 ინ­დი­კა­ტო­რი: ორ­ჯე­რა­დი აცრა და გა­კე­თე­ბი­დან 14 დღე რომ იყოს გა­სუ­ლი; ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს თუ არა პირს გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცია; ბოლო 72 სა­ათ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გაქვს თუ არა პი­სი­ა­რის ტეს­ტის პა­სუ­ხი და 24 სა­ათ­ში გაქვს თუ არა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტი ნე­გა­ტი­უ­რი. აქე­დან ერთ-ერთს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე, რომ შენს პას­პორ­ტს ერ­ქვას "მწვა­ნე“ პას­პორ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ზღუდ­ვებს, შე­ზღუდ­ვებ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, იმი­ტომ, რომ პან­დე­მი­ის მარ­თვის მო­დე­ლი ზო­გა­დად მთელ მსოფ­ლი­ო­ში შეც­ვლი­ლია. მათ შო­რის ჩვენ­თა­ნაც - ნაკ­ლე­ბი შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კა­ზე ახ­დენს ზე­წო­ლას, ე.წ. ლოკ­და­უ­ნე­ბი, ჩა­კეტვე­ბი, ტრან­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბა, არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. გა­ნი­ხი­ლე­ბა არა­პირ­და­პი­რი ე.წ. დის­კომ­ფორ­ტის, "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ შე­მო­ტა­ნა, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაცა, რო­მელ­საც ხში­რად ვი­მე­ო­რებ. ესე­ნია: ყვე­ლას ეკე­თოს პი­რა­დე, ყვე­ლამ და­იც­ვას დის­ტან­ცია, აა­რი­დოს თავი ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით დიდ შეკ­რე­ბას და ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, წა­ვი­დეთ და ავიც­რათ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ლა­ტა­რი­ის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო.

მისი თქმით, ლა­ტა­რი­ამ გარ­კვე­ულ­წი­ლად იმუ­შა­ვა, მაგ­რამ არა იმ მას­შტა­ბით, რა მო­ლო­დი­ნიც არ­სე­ბობ­და.

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ ლა­ტა­რი­ამ გარ­კვე­ულ­წი­ლად იმუ­შა­ვა, მაგ­რამ არა იმ მას­შტა­ბით, რა­საც ვე­ლო­დით. დღეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ კი­დევ ერთხელ გა­ი­ცა და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ მეტი პრო­მო­ცია და ად­ვო­კა­ტი­რე­ბა იყოს ლა­ტა­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. გთხოვთ, გა­ა­შუ­ქოთ ვინ მო­ი­გო. არ შუქ­დე­ბა იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რო­გორც სხვა სა­კი­თხი.

ასე­ვე, ბევრ სხვა­დას­ხვა წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ სა­კი­თხზეა სა­უ­ბა­რი. სხვა­დას­ხვა ტი­პის ვა­უ­ჩერ­ზე, ბე­ნე­ფი­ტებ­ზე. რა არის, ამას კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით",- აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.