"მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მრევლს ვაქცინაციაზე მკაფიო მითითება და მაგალითი მისცეს" - სალომე ზურაბიშვილი | Allnews.Ge

"მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მრევლს ვაქცინაციაზე მკაფიო მითითება და მაგალითი მისცეს" - სალომე ზურაბიშვილი

კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ეკ­ლე­სი­ამ მის­ცეს მრევლს მკა­ფიო მი­თი­თე­ბა და მა­გა­ლი­თი , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე პან­დე­მი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დღე­ვან­დელ კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ყვე­ლა­ნი ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი.

"ჩვენ მომსწრე­ე­ბი ვართ უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ტრა­გე­დი­ის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც ისე­დაც დე­მოგ­რა­ფი­ულ კრი­ზისს გა­ნიც­დის. დღე­ვან­დელ კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ყვე­ლა­ნი ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი, სა­ხელ­მწი­ფო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბი, მეც, მათ შო­რის, რომ­ლებ­საც უფრო აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა გვე­ვა­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის და მეტი გამ­ბე­და­ო­ბა.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასე­ვე ეკუთ­ვნის პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც დე­მონ­სტრა­ცი­ებს მარ­თა­ვენ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და სიფრ­თხი­ლის მი­უ­ხე­და­ვად. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დი­დია სა­პატ­რი­არ­ქო­სი, რო­მე­ლიც მა­ინც თავს იკა­ვებს კურ­თხე­ვის მი­ცე­მის­გან, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას უტო­ვებს ცალ­კე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რომ იქა­და­გონ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­და. ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის, რომ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თო საქ­მეს ავ­ნებს.

ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ვინც პი­რა­დი ში­შე­ბის და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ქვე­ყა­ნას დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე აყე­ნებს. პან­დე­მია ყვე­ლა­ზე ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს, რომ არ ვართ ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბი, არა­მედ ერ­თად უნდა ვებ­რძო­ლოთ და ერ­თად დავძლი­ოთ ეს პან­დე­მია. მივ­მარ­თავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სას­წრა­ფო და მკაც­რი ზო­მე­ბი იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი - სა­ვალ­დე­ბუ­ლი აცრა რის­კჯ­გუ­ფე­ბის­თვის, „კო­ვიდ პას­პორ­ტის“ შე­მო­ტა­ნა სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში შეს­ვლის­თვის, თუნ­დაც, ფა­სი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მივ­მარ­თავ მე­დი­ას გა­და­ცე­მე­ბი გახ­შირ­დეს, ამ პრობ­ლე­მის გა­სა­შუ­ქებ­ლად გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ და პარ­ტი­ებს თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ. კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ეკ­ლე­სი­ამ მის­ცეს მრევლს მკა­ფიო მი­თი­თე­ბა და მა­გა­ლი­თი “,-აღ­ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტი.