ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილები და რას საქმიანობენ უცხოეთში? | Allnews.Ge

ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილები და რას საქმიანობენ უცხოეთში?

"Big uncle! რო­გორც არას­დროს ისე ჭირ­დე­ბი ახლა შენ სა­ქარ­თვე­ლოს...“ - ასე იწყე­ბა ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში მყოფ ბი­ძას, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მის­წე­რა. "უფ­როს ბი­ძას“ ძმის შვი­ლის თხოვ­ნა არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია და შიმ­ში­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლა, მაგ­რამ ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლით ქარ­თუ­ლი მე­დია და­ინ­ტე­რეს­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ორი ძმა ჰყავს, და­ვი­თი და გი­ორ­გი, რომ­ლე­ბიც ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა. გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მამა მე­ო­რედ სვეტ­ლა­ნა სა­ა­კაშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და.

ელე­ნე და­ვი­თის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, მას კი­დევ ორი და - ანას­ტა­სია და ნი­ნია ჰყავს. წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, - გა­ნათ­ლე­ბის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმას, და­ვითს გაყ­ვა ცო­ლა­დო.

elene-saakashvili1-42390-1635940506.jpg

ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი

იმ­ჟა­მად და­ვით­სა და მის მე­უღ­ლეს თეა მო­სი­ძეს ორი შვი­ლი ჰყავ­დათ ელე­ნე და ანას­ტა­სია. ზუს­ტად წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში ტაბ­ლო­ი­დე­ბი წერ­დნენ, რომ ხა­ტია და და­ვი­თი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლს შე­უ­რიგ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვითს კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­ნია შე­ე­ძი­ნა.

13658912-10209321482661524-3004315083459164469-n-42413-1635940568.jpg

ელე­ნე დე­დას­თან ერ­თად

და­ვი­თის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და ამ­ჟა­მად ერთ-ერთ კვლე­ვით ცენ­ტრ Atlas Network-ის თა­მაშ­რო­მე­ლია, სა­დაც კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს. Atlas Network არის ამე­რი­კუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ატა­რებს სხვა­დას­ხვა კვლე­ვებს, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს გრან­ტებ­სა და ტრე­ნინ­გებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის.

251784374-300209701742598-8641456726134269585-n-42452-1635940625.jpg

და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან

"ელე­ნე სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და თბი­ლის­ში, რის შემ­დე­გაც წა­ვი­და აშშ-ში, სა­დაც ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. 2019 წელს ელე­ნე შე­უ­ერ­თდა atlas Network-ს. ის გა­ტა­ცე­ბუ­ლია ისე­თი სა­კი­თხე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა გლო­ბა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია, კლა­სი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მი. ასე­ვე მისი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­შია ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ელე­ნეს უყ­ვარს ჯორჯთა­უნ­ში, ყა­ვის სახ­ლში თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა…“ - ვკი­თხუ­ლობთ Atlas Network-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ელე­ნეს დო­სი­ე­ში.

78473408-481058599192304-5062436058684194816-n-42512-1635940645.jpg

გო­გო­ნე­ბი ბა­ბუ­ას­თან - ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად

ელე­ნე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რობს და მისი სა­ჯა­რო პოს­ტე­ბი ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა. ელე­ნეს ალ­ბომ­ში იპო­ვით სელფს, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ელე­ნეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სან­დრა რუ­ლოვსთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის­თან ერ­თად შტა­ტებ­ში გა­და­უ­ღია.

ელე­ნეს და - 18 წლის ანას­ტა­სია თბი­ლის­ში კერ­ძო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პა­რიზ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სწავ­ლას აგ­რძე­ლებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რია ანას­ტა­სი­აც, რო­მე­ლიც უფ­რო­სი და­სა­ვით ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ჯა­როდ პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებს.

Ambebi.ge