რას წარმოადგენს მონოკლონური ანტისხეულები, რაც გერმანიამ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადასცა? | Allnews.Ge

რას წარმოადგენს მონოკლონური ანტისხეულები, რაც გერმანიამ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადასცა?

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­დას­ცა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნა­ცია 3000 დო­ზა­ზე მეტი კა­სი­რი­ვი­მა­ბი­სა და იმ­დე­ვი­მა­ბის­გან შედ­გე­ბა. მონოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მოხ­დე­ბა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ტო­კო­ლი უკვე მზად არის.

"სა­ქარ­თვე­ლოს, გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის მხრი­დან, გად­მო­ე­ცა მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამის­თვის ელჩს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მზად არის პრო­ტო­კო­ლი, რის მი­ხედ­ვი­თაც ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რისხს“, - აღ­ნიშ­ნა ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მა გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ქარ­თველ პარტნი­ო­რებს გა­და­ვე­ცით მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტის 3000 დოზა, ეს არის გერ­მა­ნი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გან­კუთ­ვნი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბა რთულ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი არის ვაქ­ცი­ნა­ცია, იმი­სათ­ვის რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ა­ვად­დნენ სა­ჭი­როა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პირი აიც­რას. ვაქ­ცი­ნა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა პან­დე­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­დევ­ნო წელ­საც არ გაგ­რძელ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­ბერტ ქნირშმა.

untitled-63290-1635831140.png

ცნო­ბის­თვის, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს ჰიბ­რი­დო­მე­ბის, იგი­ვე ჰიბ­რი­დუ­ლი უჯრე­დე­ბის მიერ სინ­თე­ზი­რე­ბულ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რო­მელ­თაც მა­ღა­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებთ ან­ტი­გე­ნის მი­მართ. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ეს არის ან­ტის­ხე­უ­ლი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით უპი­რის­პირ­დე­ბა სა­მიზ­ნეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვირუსს და ანად­გუ­რებს მას."მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შექ­მნილ პრო­ტე­ინს და პრაქ­ტი­კუ­ლად, ემ­სგავ­სე­ბა ორ­გა­ნიზ­მში იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მიერ ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მოქ­მნილ სპე­ცი­ფი­კურ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან ვირუსს ან სხვა გა­მომ­წვევს. COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შექ­მნი­ლია და ის ბლო­კავს კო­რო­ნა­ვირუ­სის იმ ნა­წი­ლა­კებს, რომ­ლე­ბიც ვირუსს უჯრედ­ში შეჭ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, იცავს ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს მოკ­ლე­ვა­დი­ან დაც­ვას (გან­სხვა­ვე­ბით ვაქ­ცი­ნის­გან) და შე­საძ­ლოა COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლონ... ისი­ნი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს ამ­ცი­რე­ბენ,“ - გან­მარ­ტავს ambebi.ge - სთან ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ნიუ-იორ­კის შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრი ეკა ქარ­ქა­შა­ძე.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი კა­სი­რი­ვი­მა­ბი/იმ­დე­ვი­მა­ბი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია "როში“-ს მიერ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი. პრე­პა­რატ­ზე აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტოს (FDA) გა­ცე­მუ­ლი აქვს გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­თავ­სდა. პრე­პა­რა­ტე­ბის გად­მო­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ალს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან და გერ­მა­ნი­ის ელჩთან ერ­თად, მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეც ეს­წრე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz