"ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა" - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე | Allnews.Ge

"ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა" - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე

"ულა­მა­ზე­სი მთე­ბის, მყინ­ვარწვე­რე­ბი­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის მქო­ნე კავ­კა­სი­ამ მყინ­ვა­რე­ბის 40 % უკვე და­კარ­გა, ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ნა­კარ­გე­ბის ტემ­პი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­კე­თე­ბულ პროგ­ნოზს გას­ცდა, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ იმ გან­გაშს, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მთავ­რო­ბა­თა­შო­რის საბ­ჭო­ზე წარ­მოდ­გე­ნილ უახ­ლეს ან­გა­რიშ­შია ასა­ხუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, გა­ე­რო-ს 2021 წლის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის სა­მიტ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, მეტი ამ­ბი­ცია და ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბა­ში გან­სა­ზღვრუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ი­დან მომ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე სა­მი­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მაქვს პა­ტი­ვი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის 26-ე კონ­ფე­რენ­ცი­ის მსოფ­ლიო ლი­დერ­თა სა­მი­ტში ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის სა­ხე­ლით, მოგ­მარ­თოთ ამ ის­ტო­რი­ულ შეკ­რე­ბა­ზე.

ნება მო­მე­ცით, გულ­წრფე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სად­მი იმ თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის­თვის, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ნი შეგ­ვკრი­ბა და ეს სა­მი­ტი რე­ა­ლო­ბად აქ­ცია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ი­დან მომ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე. თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ჩვე­ნი სა­არ­სე­ბო გა­რე­მო ცვა­ლე­ბა­დია.

ულა­მა­ზე­სი მთე­ბის, მყინ­ვარწვე­რე­ბი­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის მქო­ნე კავ­კა­სი­ამ მყინ­ვა­რე­ბის 40 პრო­ცენ­ტი უკვე და­კარ­გა. მხო­ლოდ ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ნა­კარ­გე­ბის ტემ­პი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­კე­თე­ბულ პროგ­ნოზს გას­ცდა.

ჩვენ სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ იმ გან­გაშს, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მთავ­რო­ბა­თა­შო­რის საბ­ჭო­ზე წარ­მოდ­გე­ნილ უახ­ლეს ან­გა­რიშ­შია ასა­ხუ­ლი რო­გორც "კა­ცობ­რი­ო­ბის სა­გან­გე­ბო, გარ­და­უ­ვა­ლი საფრ­თხე".

აღ­ნიშ­ნულ ან­გა­რიშ­ში აშ­კა­რად და მკა­ფი­ოდ არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ყვე­ლა ქვეყ­ნის მიერ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ო­ბა­შიც არ არის საკ­მა­რი­სი ატ­მოს­ფე­რუ­ლი სა­სათ­ბუ­რე აი­რე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად და სა­შიშ­ზე და­ბალ დო­ნემ­დე და­სა­წე­ვად და რომ მეტი ამ­ბი­ცია და ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო, თუ გვსურს პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბა­ში გან­სა­ზღვრუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

myquiz