ნახეთ მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები, სადაც ხუთივე თვითმმართველ ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ლიდერობს | Allnews.Ge

ნახეთ მთავარი არხის ეგზიტპოლის შედეგები, სადაც ხუთივე თვითმმართველ ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ლიდერობს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას - 51%-მა.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:

რუსთავი - დავით კირკიტაძე - 53%; ნინო ლაცაბიძე - 47%;

ქუთაისი - ხატია დეკანოიძე 53%, იოსებ ხახალეიშვილი - 47%;

ზუგდიდი - ანზორ მელია - 53%; მამუკა წოწერია - 47%;

ბათუმი - გიორგი კირთაძე 51%; არჩილ ჩიქოვანი - 49%.

ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია.