რამდენი საათი უნდა გვეძინოს ღამის განმავლობაში და რისი გაკეთება არ შეიძლება ძილის წინ | Allnews.Ge

რამდენი საათი უნდა გვეძინოს ღამის განმავლობაში და რისი გაკეთება არ შეიძლება ძილის წინ

ძილი ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ძილის პროცესისთვის იშვიათად თუ ვემზადებით სწორად. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, ადამიანებს, ჩვეულებრივად, 6 საათზე მეტი სძინავთ, რაც მათ სინამდვილეში არ სჭირდებათ.

მეცნიერების მოსაზრებით, ადამიანები, რომლებსაც ღამეში 6 საათი სძინავთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მოსვენების პერიოდს 8 საათს უთმობენ. მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ძილის ხანგრძლივობაზე მეტი პრიორიტეტი მის ხარისხს ენიჭება. სწორი ძილის სიმცირემ კი შესაძლოა სხვადასხვა ავადმყოფობა გამოიწვიოს, მათ შორის გულის დაავადებები და კიბო.

ისინი გვთავაზობენ რეკომენდაციებს და გვირჩევენ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორი ძილისთვის მოვემზადოთ.

1. ძილის წინ არ დაჯდეთ მკვეთრ სინათლეში

დასაძინებლად დაწოლამდე მკვეთრ სინათლეში, მაგალითად, სანათთან ახლოს, თქვენს სამუშაო მაგიდასთან, კომპიუტერთან, ტელეფონით ხელში, რადგან ისინი კლავენ ჯანმრთელ და მშვიდ გარემოს, გარდა ამისა, იწვევენ აფორიაქებას.

2. არ უყუროთ ძალადობის შემცველ ტელე-პროგრამას

მსგავსი ტიპის გადაცემები და ფილმები გონების დაძაბვას იწვევენ, ჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები და მშვიდად დაძინება რთულდება.

technology-in-bedroom-1635399286.jpg

3. არ ივარჯიშოთ

დაძინებამდე ორი საათით ადრე ვარჯიშის შემთხვევაში ადამიანს იმაზე დიდხანს სძინავს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.

4. არ დალიოთ კოფეინის შემცველი სასმელები

ყავის ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღება ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე უარყოფილად მოქმედებს.

9d911ca7-8e7c-4fae-bdf5fe75f1da95f4-source-1635399374.jpg

5. საკუთარ თავს ფხიზლად ყოფნა არ დააძალოთ

ამ შემთხვევაში, დილით დაღლილი გაიღვიძებთ და თქვენი პროდუქტიულობაც დაიკლებს.

6. სტრესი

უძილობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, სტრესი იყოს. ამ დროს, ვერ ვხვდებით, როგორ გადავერთოთ სხვა რამეზე და დავივიწყოთ სტრესის მიზეზი. ამ შემთხვევაში, ექიმები იოგასა და სუნთქვის ვარჯიშებს გვირჩევენ, რათა გავთავისუფლდეთ სტრესისგან.

მომზადებულია Women's Health-ის მიხედვით.

myquiz