რა ჩვენება მისცა არეშიძემ გარეჯის საქმეზე და რა გაიხსენა რუკების ძებნაზე? | Allnews.Ge

რა ჩვენება მისცა არეშიძემ გარეჯის საქმეზე და რა გაიხსენა რუკების ძებნაზე?

მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ რუ­კე­ბის ძებ­ნა და­მე­წყო უკ­რა­ი­ნის და ყირ­გი­ზე­თის არ­ქი­ვებ­ში, მაგ­რამ ვერ მი­ვა­გე­ნი. მე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ რუ­სეთ­ში, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ადა­მი­ა­ნი, ვინც რუ­სე­თის ჯა­რის სტრუქ­ტუ­რა­ში იყო. მას­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი. აქ ლა­პა­რა­კი იმა­ზე კი არ იყო, რუკა მო­ე­ცა, მთა­ვა­რი იყო, მი­ეგ­ნო, ვერ მი­აგ­ნო. ჩვე­ნი რე­სურ­სით ვერ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა იყო. სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბი ნა­პოვ­ნი იყო, მაგ­რამ რუკა ვერა, – ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა არე­ში­ძის თქმით, 1999 წლი­დან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბით, რაც რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის ზო­გი­ერთ ნი­უ­ანსს და მათ შო­რის სა­ზღვრებს ეხე­ბო­და. „ტენ­დენ­ცია იმის, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მი­მოს­ვლა გა­ი­ზარ­და გა­რე­ჯში, ჩემ­თვის 2007 წელს გახ­და ნა­თე­ლი. მი­ზე­ზი არ ვი­ცო­დი და მი­ზე­ზის ძებ­ნა და­ვი­წყე მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში“, – აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

მა­მუ­კა არე­ში­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კი­თხვე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ვერც ერ­თზე პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო.

„ვხვდე­ბო­დი, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან, არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კი­თხვე­ბი მქონ­და და ვერც ერ­თზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე. აი, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სუ­რა­თი იყო. მე მე­ლაშ­ვი­ლის გარ­და, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი სხვა არა­ვინ ვი­ცო­დი. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც მე მქონ­და შე­ხე­ბა, კავ­შირ­ში იყ­ვნენ კო­მი­სი­ის წევ­რებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მათ­თან შე­ხე­ბა მქონ­და არა­პირ­და­პი­რი, ირი­ბი. მე მიმ­ქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან. მო­დი­ო­და გა­უ­გე­ბა­რი ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, ვი­თა­რე­ბა რა­ტომ იც­ვლე­ბო­და გა­რე­ჯის გარ­შე­მო ასე­თი ფორ­მით. ამ გან­წყო­ბის ინ­ფორ­მა­ცია მო­დი­ო­და ჩე­მამ­დე", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა არე­ში­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­თან უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რას, რო­გორც მა­მუ­კა არე­ში­ძე იხ­სე­ნებს, ის და მისი ჯგუ­ფი მა­შინ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, კერ­ძოდ, მა­მი­სო­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე. „მა­შინ შევ­ხვდით მის კა­ბი­ნეტ­ში, ცოტა უხერ­ხუ­ლია ჩემ­გან ამის თქმა, მაგ­რამ მე­ლაშ­ვილ­მა გვაგ­რძნო­ბი­ნა, რომ ჩვენ არ ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და საქ­მე ის არის, რომ ეს დიდი პო­ლი­ტი­კის თემა იყო. ჩვენ იქი­დან წა­მო­ვე­დით ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე. ასე­ვე, მქონ­და შე­ხე­ბა ზო­გი­ერთ სხვა ადა­მი­ან­თან, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, გვა­რებს ვერ ვი­ტყვი, თავს შე­ვი­კა­ვებ. მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წელი მუ­შა­ობ­და, გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა და ეს ბა­რი­ე­რი 2006 წლის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა იყო. ამის მერე მოხ­და რა­ღა­ცე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ამა­სო­ბა­ში მე­სა­ზღვრე­ე­ბი გაჩ­ნდნენ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­მა, ანა­ლიზ­მა მი­მიყ­ვა­ნა იმ დას­კვნამ­დე, რომ იქ­მნე­ბო­და არა­ჯან­სა­ღი ვი­თა­რე­ბა, რომ რა­ღა­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან მი­ღე­ბუ­ლია ან უნდა მი­ი­ღონ. 2016 წლი­დან მეც მო­ვინ­დო­მე ამ საქ­მე­ში ჩარ­თვა, რა­საც ჰქვია რუ­კე­ბის პოვ­ნა. ჩემ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა კო­ლე­გამ მი­თხრა, რო­გო­რი ტი­პის რუკა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, გა­და­ვა­მოწ­მე და გა­ვარ­კვიე, რო­მე­ლი რუკა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. 1938 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რუკა, რო­მელ­საც აქვს წი­თე­ლი, ბეჟი, 1:200 000. ეს იყო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი რუ­კე­ბი.

მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ რუ­კე­ბის ძებ­ნა და­მე­წყო უკ­რა­ი­ნის და ყირ­გი­ზე­თის არ­ქი­ვებ­ში, მაგ­რამ ვერ მი­ვა­გე­ნი. მე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ რუ­სეთ­ში, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ადა­მი­ა­ნი, ვინც რუ­სე­თის ჯა­რის სტრუქ­ტუ­რა­ში იყო. მას­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი. აქ ლა­პა­რა­კი იმა­ზე კი არ იყო, რუკა მო­ე­ცა, მთა­ვა­რი იყო, მი­ეგ­ნო, ვერ მი­აგ­ნო. ჩვე­ნი რე­სურ­სით ვერ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა იყო. სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბი ნა­პოვ­ნი იყო, მაგ­რამ რუკა ვერა“, – აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა 2020 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვა.მათ ბრა­ლად ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 8 ოქ­ტომ­ბერს შე­უ­ფარ­და.ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 28 იან­ვარს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ 21 იან­ვარს საქ­მე­ზე ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.