"შეაგულიანეს ამომრჩეველი და დასავლეთს დაანახეს, რომ მხარდამჭერები არ მოკლებიათ" - ექსპერტის შეფასებით "ოცნების" აქციას ორი ადრესატი ჰყავდა | Allnews.Ge

"შეაგულიანეს ამომრჩეველი და დასავლეთს დაანახეს, რომ მხარდამჭერები არ მოკლებიათ" - ექსპერტის შეფასებით "ოცნების" აქციას ორი ადრესატი ჰყავდა

ამ აქ­ცი­ას ორი ად­რე­სა­ტი ჰყავ­და - ერთი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, უშუ­ა­ლოდ მისი ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბო­და შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა მე­ო­რე ტუ­რის ფარ­გლებ­ში და ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში, მე­ო­რე - და­სავ­ლე­თი, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შეკ­რე­ბას.

მისი თქმით, მმარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ არ აქ­ცი­ის­თვის და­ხარ­ჯა, რო­გორც ბევ­რი ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ეს შეკ­რე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო პარ­ტი­ის ამომ­რჩე­ველ­სა და და­სავ­ლეთ­ზე.

ლა­გა­ზი­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კრი­მი­ნალს შე­ე­ზარ­და.

"დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო, რომ შე­ე­გუ­ლი­ა­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი ამომ­რჩე­ვე­ლი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამის­თვის და­ხარ­ჯა ამ­დე­ნი ფი­ნან­სე­ბი და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. ირი­ბი მი­ზა­ნი ისიც გახ­ლდათ, რომ და­სავ­ლეთს და­ე­ნა­ხა, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ მოკ­ლე­ბია, რად­გან 30 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­აც იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ისე­თი გა­დამ­წყვე­ტი, რო­გო­რიც იყო ხოლ­მე სხვა არ­ჩევ­ნე­ბის დროს. გვახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რომ­ლე­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავ­და - ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და მე­ო­რე და­სავ­ლე­თი, რომ­ლის დას­ტუ­რი­თაც ცხად­დე­ბო­და შემ­დეგ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა ამ­ჯე­რად და­სავ­ლე­თი, ამას ოქ­ტომ­ბერ­ში ვნა­ხავთ. ორი ად­რე­სა­ტი ჰყავ­და ამ აქ­ცი­ას, ერთი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, უშუ­ა­ლოდ მისი ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბო­და შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა ამ­დე­ნი მე­ო­რე ტუ­რის ფარ­გლებ­ში და ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში და მე­ო­რე - და­სავ­ლე­თი. ხალ­ხი იყო მარ­თლაც ბევ­რი, მაგ­რამ ეს არა­ვის გაკ­ვირ­ვე­ბია, რად­გან ობი­ექ­ტუ­რად, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჰყავს ამომ­რჩე­ვე­ლი და ბრმა უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, რომ ვერ და­ი­ნა­ხო.

კი­დევ ერთი, რაც ყვე­ლა­ზე სა­ში­ში რამ გახ­ლავთ და ხელ­წე­რა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ეს არის კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც შე­ე­ზარ­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ - სად იწყე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სად მთავ­რდე­ბა კრი­მი­ნა­ლი და პი­რი­ქით, სა­უ­ბე­დუ­როდ დღეს ეს უკვე ძნე­ლად გა­მო­სარ­ჩე­ვია და ამის არა­ერ­თი ფაქ­ტი არ­სე­ბობს“, - “, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლო კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­სავ­ლე­თის ის მხარ­და­ჭე­რა აღარ ექ­ნე­ბა, რაც 2003 წელს ჰქონ­და.

"ეს ის და­სავ­ლე­თი არ არის, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლებს“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისე­თი აღ­ტკი­ნე­ბით მი­ე­სალ­მე­ბა და ისე გა­და­უშ­ლით პარტნი­ო­რულ გულ­მკერდს, რო­გორც ეს გა­ა­კე­თა 2003 წლის და­სავ­ლეთ­მა. ის მარ­თლაც გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით და­აკ­ვირ­დე­ბა და ძა­ლი­ან ფრთხი­ლი იქ­ნე­ბა, სა­ნამ გარ­კვე­ულ იმე­დებს და ინ­დულ­გენ­ცი­ებს გას­ცემს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით - ეს არის ორი ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბა, რო­მე­ლიც თე­ო­რი­უ­ლად, მო­მა­ვალ კო­ა­ლი­ცი­ურ ფორ­მატ­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­ნას­ხვა­ვებს 2003 წლის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან,“ რო­მელ­საც სრუ­ლი კარტ-ბლან­ში ჰქონ­და“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

myquiz