რა ღირს "ბალენსიაგას" ფეხსაცმელი, რომლითაც დემნა გვასალიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა | Allnews.Ge

რა ღირს "ბალენსიაგას" ფეხსაცმელი, რომლითაც დემნა გვასალიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა

Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, დემ­ნა გვა­სა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად, ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მიერ შექ­მნილ­მა ე.წ. კრო­ქ­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ­მა ვა­რი­ან­ტმა.

ფეხ­საც­მე­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში.

მარ­თა­ლია, ეს ფეხ­საც­მე­ლი ჯერ კი­დევ გა­სულ ზა­ფხულს, ივ­ნის­ში წა­რუდ­გი­ნა დემ­ნამ აუ­დი­ტო­რი­ას, მაგ­რამ რად­გა­ნაც "ბა­ლენ­სი­ა­გას" "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ფო­ტო­ე­ბი ახლა გა­ნა­თავ­სეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კვლავ და­იმ­სა­ხუ­რა.

0c401479d03a1f0d8b8f149f29704332-1635334186.jpg

"კრო­ქ­სე­ბი" მა­ღალ ქუს­ლებ­ზე - ეს ალ­ბათ, ფეხ­საც­მლის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და უჩ­ვე­უ­ლო დი­ზა­ი­ნია. ბრენ­დი ქა­ლებს ასეთ ფეხ­საც­მელს სხვა­დას­ხვა ფერ­თა გა­მით სთა­ვა­ზობს.

ფეხ­საც­მლის ფასი "ბა­ლენ­სი­ა­გას" ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე 625 დო­ლა­რია. ბრენდმა ის 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლი/ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბი­სას წა­რად­გი­ნა და მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ სულ მალე გა­ცი­ლე­ბით მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ირ­გებს ამ უჩ­ვე­უ­ლო ფეხ­საც­მელს და რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, შე­საძ­ლოა, მალე ის სუ­ლაც აღარ მოგ­ვეჩ­ვე­ნოს უჩ­ვე­უ­ლოდ.

myquiz