"ბიძინა ამჟამად ჭორვილაშია, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი? | Allnews.Ge

"ბიძინა ამჟამად ჭორვილაშია, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

წლის და­სა­წყის­ში ყვე­ლას ჰქონ­და კი­თხვა, მარ­თლა წა­ვი­და თუ არა პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ოჯა­ხი ტო­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­და­დი­ო­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის ახლო მე­გო­ბარ­მა, მხატ­ვარ - ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძემ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ საფ­რან­გეთ­ში გა­დას­ვლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი ხალ­ხის ბოდ­ვა იყო და ისი­ნი არ­სად წას­ვლას არ აპი­რებ­დნენ.

ვი­ნა­ი­დან ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი დი­დია - თუ სად იმ­ყო­ფე­ბა და რას ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ამის გა­სარ­კვე­ვად ჭი­ჭი­ნა­ძეს კი­დევ ერთხელ და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რას ამ­ბობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თე­ლო­ში შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე?

- ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს, მაგ­რამ ასეთ თე­მებ­ზე ნამ­დვი­ლად არ ვსა­უბ­რობთ, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია. ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კას და თან იმ­დე­ნად რომ, ერთხელ რა­ღაც პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ვკი­თხე და მი­პა­სუ­ხა, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ ვიცი მა­გის შე­სა­ხებ და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მე­ო­რედ პო­ლი­ტი­კა­ზე აღარ უნდა მე­კი­თხა...

ivanishvilebichichinadze-52910-1635226626.jpg

ზუს­ტად ვიცი, დღეს ეს ოჯა­ხი სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რად ცხოვ­რობს! ბერა სამ­ხრეთ კო­რე­ა­შია, იქ გა­და­ღე­ბე­ბი აქვს, გვან­ცა ამე­რი­კა­ში, უტა საფ­რან­გეთ­ში, ცოტ­ნე პა­ტა­რაა და ჯერ­ჯე­რო­ბით მშობ­ლებ­თან არის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

gudavadze-65077-1635226678.jpg

ბერა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე კო­რე­ა­ში

ამ­ჯე­რად ჭორ­ვი­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე არი­ან, სრუ­ლი­ად სხვა თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ერ­თმა­ნეთს თბი­ლად მო­ვი­კი­თხავთ ხოლ­მე. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა, მორ­ჩა და გა­თავ­და! პრინ­ციპ­ში ჩვე­ნი ოჯა­ხიც აპო­ლი­ტი­კუ­რად ცხოვ­რობს. სა­ერ­თოდ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz