"თუ რაღაც ისე ვერ წავიდა, იცოდეთ, ძალიან მიყვარხართ" - რატომ მოხვდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კლინიკაში?
ცოტა ხნის წინ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო, მინაწერით: "თუ რაღაც ისე ვერ წავიდა, იცოდეთ, ძალიან მიყვარხართ".
რატომ მოხვდა ბექაური კლინიკაში, ამის გარკვევა ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმთან, ზურაბ კახაბრიშვილთან ვცადეთ.
ზურაბ კახაბრიშვილი:
- ლაშამ თიაქრის ოპერაცია ტატიშვილის კლინიკაში გაიკეთა, 15 წუთია, რაც გამოვიდა საოპერაციოდან. მას მუცელში ჰქონდა თიაქარი, მხარზეც ვმკურნალობ და ვიფიქრე, ბარემ ერთიანად მოვიშორებ-მეთქი. ამის გარდა, იმ კვირას ვუკეთებ პოლიპების ოპერაციას და ძგიდეს გავუსწორებ, სუნთქვა უჭირს. მოკლედ, რაღაცეებს მივაჭრ-მოვაჭრი და ნოემბრის ბოლოს მწყობრში ჩადგება. ჯერ კიდევ ნარკოზის მოქმედების ქვეშაა, არ ვიცი, რას წერს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ეგ ყველაზეა შეყვარებული, ყველანი უყვარხართ".