რატომ დატოვა ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი? | Allnews.Ge

რატომ დატოვა ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მი კარ­დი­ო­ლოგ­მა ზუ­რაბ ფა­ღა­ვამ და­ტო­ვა.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, კონ­სი­ლი­უ­მი მან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­ტო­ვა.

„ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გა­და­ვი­ტა­ნე კო­რო­ნა­ვირუ­სი, თავს კარ­გად ვგრძნობ­დი, მე­გო­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვე­დი. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ და­მა­ტე­ბი­თი დატ­ვირ­თვა კომ­ფორ­ტუ­ლი არ იყო. ჩი­ვი­ლე­ბი გა­მიჩ­ნდა, ამი­ტომ შე­ვა­ჩე­რე აქ­ტი­ვო­ბა კონ­სი­ლი­უმ­ში. აღარ ვმო­ნა­წი­ლე­ობ“,-აღ­ნიშ­ნავს ფა­ღა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ზუ­რაბ ფა­ღა­ვამ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ კონ­სი­ლი­უ­მი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხზე მსჯე­ლობ­და, თუმ­ცა იმა­ვე დღეს, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე კონ­სი­ლი­უმს სა­უ­ბა­რი არ ჰქო­ნია.

myquiz