ვინ არის 13 ადამიანი, ვისაც საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა | Allnews.Ge

ვინ არის 13 ადამიანი, ვისაც საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა.დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ში 2021 წლის სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა Covid-19-ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სტუმ­რე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­ტარ­და და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­და­პი­რი ეთე­რით და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ვი­დე­ო­ჩარ­თვით გა­და­ი­ცა.

და­ჯილ­დო­ე­ბის წინ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა.

„რო­გორც წესი, მთე­ლი დე­და­ქა­ლა­ქი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­დე­ბა თბი­ლი­სო­ბას, ზე­იმ­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში უყ­რის თავს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენს ხალ­ხს და უცხო­ელ სტუმ­რებს. მარ­თლაც არა­ფე­რი სჯობს შე­მოდ­გო­მის ამ სა­ყო­ველ­თაო ზე­იმს და მხი­ა­რუ­ლე­ბას.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი უფე­რულ­დე­ბა, რო­დე­საც საქ­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა! თბი­ლის­ში ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა სო­ლი­და­რო­ბის ცნე­ბას, ერ­თმა­ნე­თის ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბას და რო­დე­საც ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას მთე­ლი ქვე­ყა­ნა ვგლო­ვობთ, არ შეგ­ვეძ­ლო არ მიგ­ვე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და ამის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სახ­სრე­ბის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამი­ტომ, წელს მხო­ლოდ ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა თბი­ლი­სო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა და ეს ღვაწლ­მო­სი­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ თბი­ლი­სის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის მი­ნი­მა­ლუ­რად და­ფა­სე­ბა.

„ამ ქა­ლაქს, მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რას აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნიდ­ნენ და დღემ­დე ქმნი­ან, ზო­გი­ერთ მათ­განს კი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა და ღვაწ­ლი აქვს.

თბი­ლისს უამ­რა­ვი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მეც­ნი­ე­რი, ხე­ლო­ვა­ნი, სპორ­ტსმე­ნი თუ ექი­მი აღუზ­რდია, თბი­ლის­ში ბევ­რი ისე­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნიც ცხოვ­რობს, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც, ერთი შე­ხედ­ვით, უშუ­ა­ლოდ თით­ქოს არ უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნას­თან, დახ­მა­რე­ბას­თან, ან რა­ი­მე სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნით გა­მორ­ჩე­ვას­თან, თუმ­ცა თბი­ლის­მა ყვე­ლას გვას­წავ­ლა, რომ პრო­ფე­სია კი არ გა­მო­არ­ჩევს ადა­მი­ანს, არა­მედ ადა­მი­ა­ნი გა­მო­არ­ჩევს პრო­ფე­სი­ას, თა­ვი­სი გულ­წრფე­ლი, უან­გა­რო, სა­კუ­თა­რი ხალ­ხის, ქვეყ­ნის და ქა­ლა­ქი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე ქმე­დე­ბე­ბით და ცხოვ­რე­ბის წე­სით.

დღეს, გვსურს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის საყ­ვა­რელ, და­სა­ფა­სე­ბელ და სა­პა­ტიო ადა­მი­ა­ნებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვა­ნი­ჭოთ სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბა, რად­გან მი­ნი­მა­ლუ­რად მა­ინც და­ვა­ფა­სოთ თბი­ლი­სის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი მათი ღვაწ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა:

  • რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს - ქარ­თველ მეც­ნი­ერს, ფი­ლო­ლოგს, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევ­რს, აკა­დე­მი­კოსს.
  • აკა­კი ნა­და­რე­იშ­ვილს - ექიმს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს;
  • ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილს - ექიმს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს;
  • რა­მაზ ყუ­რაშ­ვილს - ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს;
  • და­ვით კვა­ჭა­ძეს - ფო­ტოგ­რაფს, ამავდრო­უ­ლად კრი­ვის სამ­გზის ჩემ­პი­ონს და სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბულ ოს­ტატს;
  • ლილი კინ­წუ­რაშ­ვილს - ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლისტს, რო­მე­ლიც უკვე 49 წე­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ემ­სა­ხუ­რე­ბა;
  • ელ­გუ­ჯა ბურ­დულს - ცნო­ბილ მსა­ხი­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რის წევ­რს;
  • პა­ა­ტა კერ­ვა­ლიშ­ვილს - ფი­ზი­კოსს, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში აღი­ა­რე­ბულ მეც­ნი­ერს ატო­მუ­რი ენერ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
  • ინგა ჯი­ბუტს - ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლისტს, ტერ­მი­ნო­ლოგს, სა­ქარ­თვე­ლოს ტერ­მი­ნო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს.
  • ბად­რი ქუ­თა­თე­ლა­ძეს - მწე­რალს, პო­ეტ­სა და მკვლე­ვარს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ატს, სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რს, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლერს;
  • გრი­გოლ ჩი­გო­გი­ძეს - თე­ატრმ­ცოდ­ნე­სა და ჟურ­ნა­ლისტს, ახალ­გაზ­რდა კი­ნო­მოყ­ვა­რულ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის „თბი­ლი­სუ­რი აი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს და ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონდ „ოქ­როს ფრთის“ ლა­უ­რე­ატს;
  • და­ვით მუს­ხე­ლიშ­ვილს - ის­ტო­რი­კოსს, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს, აკა­დე­მი­კოსს.
  • გივი ღამ­ბა­ში­ძეს - პრო­ფე­სი­ით ზე­ინ­კალს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში ზე­ინ­კლად და სა­მურ­ნეო სა­ამ­ქროს თა­ნამ­შრომ­ლად მუ­შა­ობ­და. გივი ღამ­ბა­ში­ძის თა­ოს­ნო­ბით მოხ­და სა­წარ­მოო ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, გა­ი­მარ­თა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის შე­უც­ვლელ როლს ას­რუ­ლებ­და თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად აფორ­მებ­და თბი­ლი­სის მე­რი­ის ბიგ ბენ­დი.