"მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!" - რა კადრებს აქვეყნებს თეა გოლოდლაძე თბილისის ერთ-ერთი უბნიდან?
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ლისის ფერდობიდან ვიდეოს აქვეყნებს და იქ არსებულ სახიფათო ვითარებაზე წერს:
"მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას!!! ტოგო ვუდავას ქუჩა 15. სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი! 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!!" - წერს გოდოლაძე.