საშემოსავლოს განახევრება, ხელფასი თვეში ორჯერ, საათობრივი ანაზღაურების დაწესება - რა წინადადებას განიხილავს პარლამენტი | Allnews.Ge

საშემოსავლოს განახევრება, ხელფასი თვეში ორჯერ, საათობრივი ანაზღაურების დაწესება - რა წინადადებას განიხილავს პარლამენტი

ჯანდაცვის კომიტეტს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა, 30 დღით გაუხანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ თავად კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

რაც შეეხება ცვლილებებს, საკანონმდებლო წინადადება, მოქალაქე მაკა მინდიაშვილს ეკუთვნის. წინადადება შრომის კოდექსში რამდენიმე ცვლილებების შეტანას გულისხმობს. მათ შორის, საუბარია, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად გახდეს 10%; ხელფასი გაიცეს არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ - ორ კვირაში ერთხელ; დაწესდეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, ყველა პროფესიის მიხედვით.

განაგრძეთ კითხვა

myquiz