რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შტამზე, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში გამოვლინდა და რამდენად სახიფათოა ის | Allnews.Ge

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შტამზე, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში გამოვლინდა და რამდენად სახიფათოა ის

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს უკვე აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი, პან­დე­მია ჯერ კი­დევ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი თა­ვი­დან­ვე პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ, დრო­დად­რო ჩნდე­ბა ვირუ­სის ახა­ლი შტა­მე­ბი. ამ დრო­ის­თვის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შტა­მე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით ეფექ­ტი­ა­ნია, თუმ­ცა არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ გაჩ­ნდეს, ისე­თი შტა­მი, რომ­ლის მი­მარ­თაც მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა შე­სუს­ტდე­ბა.

ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი კვლავ უა­რეს­დე­ბა. მათ შო­რი­საა, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და რუ­სე­თი და რაც უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კოს­თან ნა­წი­ლის­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთი ახა­ლი ვა­რი­ან­ტის აღ­მო­ჩე­ნა. სა­უ­ბა­რია "დელ­ტა" შტა­მის კი­დევ ერთ მუ­ტა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც "ახალ დელ­ტა პლუსს" უწო­დე­ბენ.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სია სა­კუთ­რივ "დელ­ტა­ზე" უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­დეს და უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი იყო.

რას ამ­ბო­ბენ ბრი­ტა­ნეთ­ში "ახალ დელ­ტა პლუს­ზე"?

"ახალ დელ­ტა პლუს­თან" და­კავ­ში­რე­ბით მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. მეც­ნი­ე­რუ­ლად მას AY.4.2-ს უწო­დე­ბენ. დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ ნა­ად­რე­ვია იმის თქმა, არის თუ არა ის "დელ­ტა" ვა­რი­ანტზე უფრო მეტი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბი­ან და სწავ­ლო­ბენ აღ­ნიშ­ნულ შტამს.

ამას­თან, უკკ­ვე ცნო­ბი­ლია, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 6%-ს სწო­რედ AY.4.2 შტა­მი აღ­მო­აჩ­ნდა.

korona2-58768-1634908232.jpeg

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ბოლო დროს ბრი­ტა­ნეთ­ში ჯან­დაც­ვის მზარ­დი კრი­ზი­სი სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ვა­რი­ანტს უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ ამ კრი­ზის­მა, აი­ძუ­ლა ზო­გი­ერ­თი მე­დი­კო­სი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა მო­ე­თხო­ვა, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას არ გა­ნი­ხი­ლავს, რად­გა­ნაც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი (67, 6%) უკვე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას AY.4.2 შტა­მის­თვის არ მი­უ­ნი­ჭე­ბია "შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტის" სტა­ტუ­სი, ვი­ნა­ი­დან ამ ეტა­პის­თვის არ არის ზუს­ტად გა­მოვ­ლე­ნი­ლი რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია ის, ან რამ­დე­ნად რთუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, რო­გო­რია ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი და ასე­ვე ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რას ამ­ბო­ბენ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი?

ექ­სპერტთა თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე გვაქვს, პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო გა­დამ­დებ ვა­რი­ან­ტთან ვიდ­რე "დელ­ტა" შტა­მია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მტკი­ცე­ბით არაფ­რის თქმა არაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­სავ­ლე­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ სიმ­შვი­დეს და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ახლა მთა­ვა­რია მუ­ტა­ცი­ა­ზე თვა­ლის დევ­ნე­ბა და არ უნდა ავ­ყვეთ პა­ნი­კას. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი და არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტი უფრო სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბა“, -ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს სპი­კე­რი.

ოქსფორ­დის ვაქ­ცი­ნე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ენ­დრიუ პო­ლან­დი, რო­მე­ლიც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­და, ამ­ბობს, რომ "დელ­ტას" მუ­ტი­რე­ბუ­ლი ახა­ლი ვა­რი­ან­ტი სა­ერ­თო ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სუ­რათს ვერ შეც­ვლის.

"ახა­ლი ვა­რი­ან­ტის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი მო­ნი­ტო­რინ­გი, მაგ­რამ ამ ეტა­პის­თვის ვერ ვი­ტყვით იმას, რომ არ­სე­ბულ "დელ­ტა" შტამს ეს ვა­რი­ან­ტი მთლი­ა­ნად ჩა­ა­ნაც­ვლებს. მა­ში­ნაც კი, თუ უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი იქ­ნე­ბა, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, დრა­მა­ტუ­ლად შე­იც­ვა­ლოს.“, - ამ­ბობს პო­ლან­დი BBC რა­დი­ოს­თან სა­უბ­რი­სას.

რა ხდე­ბა რუ­სეთ­ში?

რუ­სეთ­ში ამ დრო­ის­თვის ურ­თუ­ლე­სი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა. გა­სულ 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუსს 1064 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, რაც ქვეყ­ნის­თვის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა. ამას­თან, გა­სულ 24 სა­ატ­ში გა­მოვ­ლინ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის 37 141 შემ­თხვე­ვა.

პლატ­ფორ­მა worldometer-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი მსოფ­ლი­ო­ში მე-5 ად­გილ­ზეა აშშ-ის, ინ­დო­ე­თის, ბრა­ზი­ლი­ი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს შემ­დეგ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუს მე­დი­კოს­თა ცნო­ბით, აღ­მო­ა­ჩი­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის ("ახა­ლი დელ­ტა პლუ­სი") შემ­თხვე­ვე­ბი. ისი­ნიც ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა ეს ვა­რი­ან­ტი "დელ­ტა" შტამ­ზე უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი იყოს.

მკვლე­ვარ კა­მილ ხა­ფი­ზო­ვის თქმით, AY.4.2 ვა­რი­ან­ტი შე­საძ­ლოა, და­ახ­ლო­ე­ბით, 10%-ით უფრო გა­დამ­დე­ბი იყოს, ვიდ­რე "დელ­ტა" ვა­რი­ან­ტია.