"რეინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია... წინა თვეში 5000-მდე ფაქტი გვქონდა" - რას ამბობენ სპეციალისტები და მოქალაქეები, რომლებმაც კოვიდი ორჯერ გადაიტანეს | Allnews.Ge

"რეინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია... წინა თვეში 5000-მდე ფაქტი გვქონდა" - რას ამბობენ სპეციალისტები და მოქალაქეები, რომლებმაც კოვიდი ორჯერ გადაიტანეს

შარ­შან, ამ დროს, მსოფ­ლი­ო­ში კო­ვი­დით რე­ი­ფი­ცი­რე­ბის მხო­ლოდ 20-მდე შემ­თხვე­ვა იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი. 2021 წლი­დან კი, მას შემ­დეგ, რაც "დელ­ტა" დო­მი­ნან­ტუ­რი ვა­რი­ან­ტი გახ­და, ხე­ლა­ხა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა სწრა­ფი ტემ­პით მო­ი­მა­ტა. სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ლან­ცეტ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ო­ში რე­ინ­ფექ­ცი­ის დღი­ურ მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი მე­ო­რედ და მე­სა­მედ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე მო­დის. CDC-ის (აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი) გა­იდ­ლა­ი­ნით, რე­ინ­ფექ­ცი­ად ით­ვლე­ბა Covid-19-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზი­დან 90 დღე აშო­რებს. ამ მი­თი­თე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ში 5000-ს სცდე­ბა. ამ მო­ნა­ცემ­ში შე­დის რო­გორც პირ­ვე­ლა­დი, ისე რე­ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი. თუმ­ცა ზუს­ტად რო­მე­ლი შემ­თხვე­ვა­ზე რა წილი მო­დის, ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ არ­სე­ბობს.

და­ავ­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე AMBEBI.GE-ს ეუბ­ნე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა მეშ­ვი­დე კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, სა­დაც რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი.

გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რედ ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 0.75 %-ია. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მედ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს, ამ ეტაპ­ზე ასე­თი ფაქ­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

"ახლა მხო­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­მიძ­ლია გი­თხრათ. გა­სულ თვე­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 662 000 შემ­თხვე­ვა იყო, გა­მო­ვავ­ლი­ნეთ რე­ინფქ­ცი­ის 5000-მდე ფაქ­ტი. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ჯე­რა­დი რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბის შეს­წავ­ლა. გვქონ­და რამ­დე­ნი­მე ეჭვი, მაგ­რამ არ და­დას­ტურ­და. ზო­გა­დად, რე­ინ­ფექ­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაზ­რდი­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ­თა­ნაც. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა ყო­ვე­ლი შემ­დე­გი ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას, ამა­ზე კვლე­ვა ჩვენ ჯერ არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, თუმ­ცა სა­ერ­თო მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს, რომ შემ­დე­გი ინ­ფი­ცი­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ალ­ბათ, გა­და­წყვე­ტით ამის თქმაც ძნე­ლია, ჩვენ­თან იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პი­რი­ქით მოხ­და" - გვე­უბ­ნე­ბა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

რა პე­რო­დია ყვე­ლა­ზე ახლო ინ­ტერ­ვა­ლი რე­ინ­ფექ­ცი­ებს შო­რის? - ამ კი­თხვა­ზე ჯერ არ აქვს ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, თუმ­ცა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა კვლე­ვამ ამა­საც უნდა უპა­სუ­ხოს.

აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა უახ­ლეს­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, შე­საძ­ლოა, Covid-19 ყო­ველ 16 თვე­ში თა­ვი­დან და­ე­მარ­თოთ. თუმ­ცა, რო­გორც პრაქ­ტი­კი­დან ჩანს, ეს შუ­ა­ლე­დი შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბიც იყოს.

ჩვე­ნი რე­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს, ამ­ბობს, რომ კო­ვი­დით ხელ­მე­ო­რედ და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვის ინ­ტერ­ვალ­ში და­ა­ვად­და. მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ივ­ნის­ში ოჯა­ხის ხუ­თი­ვე წევ­რს კო­ვი­დი ერ­თდრო­უ­ლად და­უ­დას­ტურ­დათ. ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან ერთ თვე­ში, მა­შინ რო­დე­საც ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, ოჯა­ხის სამი წევ­რი "ფა­ი­ზე­რით" აიც­რა, და­ნარ­ჩენ ორს ვაქ­ცი­ნა არ ჩა­ტა­რე­ბია, რად­გან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. აც­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვე­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოჯა­ხი კო­ვი­დით ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცირ­და.

"ახლა ხუ­თი­ვე თა­ვი­დან ვართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. სა­სი­ხა­რუ­ლო ის არის, რომ ყვე­ლას საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად გვაქვს, ბავ­შვებს ერთჯე­რა­დი სი­ცხით და უფ­რო­სებს სურ­დო­თი. მაგ­რამ სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი ასე მალე რე­ინ­ფი­ცი­რე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად ოთხი თვის შემ­დეგ ყვე­ლას მე­ო­რედ შეგ­ვხვდა. პი­რა­დად ჩემი სიმპტო­მე­ბი იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო, რომ არა კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სი­ცხი­ა­ნი შვი­ლი, არც გა­ვი­ტეს­ტე­ბო­დი, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, მაგ­რამ კო­ვი­დი მაქვს, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ მე­უღ­ლე­ზეც. სულ მიკ­ვირ­და ამ­დენ­მა ხალ­ხმა მო­ი­ხა­და და კი­დევ ამ­დე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ი­დან არის-მეთ­ქი და რო­გორც ვხვდე­ბი, ხალ­ხი მე­ო­რე წრე­ზე წა­ვი­და" - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი ინ­ტერ­ვა­ლით რე­ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი ჰქონ­და სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას.

"ყვე­ლა­ზე ახლო ინ­ტერ­ვა­ლი იყო 2 თვე. გა­და­ი­ტა­ნა პა­ცი­ენ­ტმა კო­ვი­დი, გა­ი­ტეს­ტა, პა­სუ­ხი იყო უარ­ყო­ფი­თი, შემ­დეგ ისევ იგ­რძნო სიმპტო­მე­ბი, ისევ ჩა­ი­ტა­რა ტეს­ტი და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი და­დას­ტურ­და. ზო­გა­დად, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის დროს და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უფრო მარ­ტი­ვია, თუმ­ცა გვქონ­და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი და მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რულ­და.

ასე რომ, დარ­წმუ­ნე­ბით ვერ იტყვი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ხე­ლა­ხა­ლი კო­ვი­დი, რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა ზოგ­ჯერ მსუ­ბუ­ქად და ზოგ­ჯერ - ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით, ამა­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე და ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც უკვე ყვე­ლამ ზე­პი­რად ვი­ცით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ. და რაც მთა­ვა­რია ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც რე­ინ­ფექ­ცი­ის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვი­ცავს" - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რე­ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ფონ­ზე არ­ცთუ ოპ­ტი­მის­ტურ პროგ­ნო­ზებს აკე­თე­ბენ. იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ჯეფ­რი ტა­უნ­სენდმა 2 დღის წინ „გარ­დი­ა­ნის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა სულ უფრო ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო ხდე­ბა.

”ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით ბევ­რი რამ რე­ინ­ფექ­ცი­ის რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ მას შემ­დეგ რაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­ი­ტანს ვირუსს, პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა, სულ უფრო ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო ხდე­ბა.თუ ეპი­დე­მი­ის სა­თა­ნა­დო კონ­ტრო­ლი არ მოხ­დე­ბა , არ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა უარს იტყვის ვაქ­ცი­ნა­ზე, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი , შე­საძ­ლოა, ყო­ველ სამ თვე­ში­ხე­ლახ­ლა და­ინ­ფი­ცირ­დეს და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ნი­მუმ ხუთი წელი გას­ტანს.“ - გა­ნა­ცხა­და იე­ლის პრო­ფე­სორ­მა.