"სააკაშვილის მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით" - პროკურატურამ ექსპრეზიდენტის ბრალდების თაობაზე დადგენილება გამოიტანა | Allnews.Ge

"სააკაშვილის მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით" - პროკურატურამ ექსპრეზიდენტის ბრალდების თაობაზე დადგენილება გამოიტანა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრა­ლის წარ­დგე­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ე.ც.-ს სის­ხლის სა­მარ­თლის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის ბრა­ლი და­უმ­ძი­მა, ხოლო გ.ნ.-ს, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 19 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს, ბრალ­დე­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის წა­რუდ­გი­ნა.

აქვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ,რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი - შ.წ. და ზ.წ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ 28 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე, უკ­რა­ი­ნი­დან, კერ­ძოდ, ჩერ­ნო­მორსკის პორ­ტი­დან ფო­თის ნავ­სად­გურ­ში შე­მო­ვი­და გემი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ვილ­ნი­უ­სი“. აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­მი­დან 29 სექ­ტემ­ბერს, 01:04 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და შპს "IKA TRANS“-ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი "SCANIA“-ს ფირ­მის ე.ც.-ს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­საბ­მე­ლი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა - ტრა­ი­ლე­რი, რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლი იყო რძის პრო­დუქ­ტე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­ი­ლე­რი ჯერ ხიდ­ზე შე­ჩერ­და, რის შემ­დე­გაც ე.ც.-მ რე­გის­ტრა­ცი­ამ­დე ტრა­ი­ლე­რი მო­საც­დელ ად­გილ­ზე გა­ა­ჩე­რა, სა­ი­და­ნაც 01:44 სა­ათ­ზე და­იძ­რა გა­სას­ვლე­ლის­კენ. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, 01:47:27 სა­ათ­ზე, ფო­თის პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ე.ც.-მ გა­ა­ჩე­რა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა და მი­ვი­და ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­საბ­მე­ლის უკა­ნა კარ­თან, სა­ი­და­ნაც 01:49:37 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მარ­ჯვე­ნა მხრი­დან სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის კა­ბი­ნა­ში ჩაჯ­და. ამ ქმე­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის გვერ­დის ავ­ლით, ე.ც.-ს დახ­მა­რე­ბით უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ მი­საბ­მელ­ში ყოფ­ნა, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო რძის პრო­დუქ­ტე­ბი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მისი კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით და ვი­დეო ექ­სპერ­ტი­ზით.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, 01:50:52 სა­ათ­ზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩარ­თუ­ლი სა­ა­ვა­რიო შუქ­სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ით გა­აგ­რძე­ლა გზა გა­სას­ვლე­ლის­კენ, თუმ­ცა 01:53:06 სა­ათ­ზე კი­დევ შე­ჩერ­და გზა­ში, გა­და­ვი­და ტრა­ი­ლე­რის უკა­ნა კარ­თან, შე­ა­მოწ­მა სწო­რად ჰქონ­და თუ არა და­კე­ტი­ლი კარი, დაბ­რუნ­და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან და გა­აგ­რძე­ლა გზა.

ტრა­ი­ლე­რი 02:08:30 სა­ათ­ზე მი­ვი­და გეზ­თან, სა­დაც ელო­დე­ბოდ­ნენ შ.წ და ზ.წ. მათი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით. 02:15 სა­ა­თი­დან 02:20 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დაჯ­და "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, ხოლო ე.ც.-მ ტრა­ი­ლე­რი და­ა­ყე­ნა გე­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 03:13:35 სა­ათ­ზე ე.ც. ფე­ხით გა­ვი­და გე­ზის ტე­რი­ტო­რი­დან და ჩაჯ­და "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, სა­დაც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, შ.წ., ზ.წ. და წა­ვიდ­ნენ აბა­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იმა­ვე დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 04:03 სა­ათ­ზე, ისი­ნი ჩა­ვიდ­ნენ აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტყვირ­ში მდე­ბა­რე ე.ც.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში.

29 სექ­ტემ­ბერს, დღის სა­ა­თებ­ში, ე.ც. და­უ­კავ­შირ­და მის მე­გო­ბარს გ.ნ.-ს და სთხო­ვა ფოთ­ში, გა­ფორ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში მისი ავ­ტო­მან­ქა­ნის ვეტშე­მოწ­მე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა. გ.ნ. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, 29 სექ­ტემ­ბერს, 16:43 სა­ა­თი­დან 17:50 სა­ა­თამ­დე დრო­ის პე­რი­ოდ­ში, ფოთი-ხობი-სე­ნა­კის გავ­ლით გა­და­ად­გილ­და აბა­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­ჩერ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ე.ც. და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თეთ­რი ფე­რის "FORD“-ის ფირ­მის "TRANSIT“-ის მო­დე­ლის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით, 18:34 სა­ა­თი­დან 20:51 სა­ა­თამ­დე დრო­ის პე­რი­ოდ­ში, აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტყვი­რი­დან ლან­ჩხუ­თი-ფოთი-ოზურ­გე­თი-ქო­ბუ­ლე­თის გავ­ლით გა­ე­მარ­თნენ ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო იმა­ვე ტრან­სპორ­ტით ბა­თუ­მი­დან აბა­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით დაბ­რუნ­დნენ 20:35 სა­ა­თი­დან 22:48 სა­ა­თამ­დე დრო­ის პე­რი­ოდ­ში.

29 სექ­ტემ­ბერს, 22:48 სა­ა­თი­დან 23:04 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ე.ც. გა­დას­ხდნენ სო­ფელ ტყვი­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბულ "SCANIA“-ს ფირ­მის მი­საბ­მე­ლი­ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და გ.ნ. და და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი თერ­ჯო­ლა-არ­გვე­თა-ზეს­ტა­ფო­ნი-სუ­რა­მი-ხა­შუ­რი-გორი-მცხე­თის გავ­ლით გა­და­ად­გილ­დნენ თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქ.თბი­ლის­ში, ერ­წოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ე.ც.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბით 04:25-04:30 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ. ე.ც.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნას­თან აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ე.ც., რომ­ლე­ბიც და­ბი­ნავ­დნენ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ხოლო გ.ნ.-მ გა­აგ­რძე­ლა გზა და და­ახ­ლო­ე­ბით 05:24 სა­ა­თი­დან 05:28 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის გავ­ლით მი­ვი­და თბი­ლი­სის გეზ-ში, სა­დაც გად­მო­ცა­ლა ტრა­ი­ლე­რი­დან დატ­ვირ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და 14:39 სა­ათ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა თბი­ლის­ში, ო.ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ტრა­ი­ლე­რე­ბის სად­გომ­ზე. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 1 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, ე.ც. სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. დად­გე­ნი­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის და გა­და­ად­გი­ლე­ბის ზუს­ტი მარ­შრუ­ტი, შეს­წავ­ლი­ლია 112-ს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ასე­უ­ლო­ბით ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, ასე­ვე, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი. გა­მო­კი­თხუ­ლია საქ­მეს­თან კავ­შირ­ში მყო­ფი 69 პირი, გა­მო­თხო­ვი­ლი და შეს­წავ­ლი­ლია საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე მომ­სა­ხუ­რე ან­ძე­ბის და მათი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, და­ფარ­ვის ზო­ნის და რა­დი­უ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მეშ­ვე­ო­ბით უკ­რა­ი­ნის რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­დაგ­ზავ­ნი­ლია შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ; ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში ჩა­ტარ­და ჩხრე­კე­ბი და ამო­ღე­ბუ­ლია საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი; საქ­მე­ზე ამო­ღე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე და ამა­ვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­თხო­ვილ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლია 4 სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა; საქ­მე­ზე ამო­ღე­ბულ ბრალ­დე­ბულ ე.ც.-ს კუთ­ვნილ “SCANIA”- ფირ­მის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე და­ნიშ­ნუ­ლია ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი და ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე და სას­ჯე­ლის ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის ვა­დით. ასე­ვე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია "ტე­ლე­ი­მე­დი“-ს დარ­ბე­ვის, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი - 9 024 367 ლა­რის მისი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz