"აქ დღემდე არ სჯერათ კოვიდის არსებობის, რეგიონში ექიმი აღარ დაგვრჩა, ვაქცინები გაგვიფუჭდა" - ეპიდაფეთქება და უმართავი სიტუაცია ცხინვალში | Allnews.Ge

"აქ დღემდე არ სჯერათ კოვიდის არსებობის, რეგიონში ექიმი აღარ დაგვრჩა, ვაქცინები გაგვიფუჭდა" - ეპიდაფეთქება და უმართავი სიტუაცია ცხინვალში

ახალ­გო­რის რა­ი­ონს, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს კო­ვიდ-ვირუ­სი უტევს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ყო­ველ­დღი­უ­რად, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რე­კორ­დებს ხსნის. დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ზე ორ­ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ვიდ­რე შარ­შან, კო­ვიდ-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პი­კის დროს...

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, "სპუტ­ნი­კის" ვაქ­ცი­ნით აიც­რა, ან ვაქ­ცი­ნის ყალ­ბი ცნო­ბა გა­ა­კე­თა, რად­გან ვაქ­ცი­ნას არ ენ­დო­ბო­და, ან სა­ერ­თოდ არ აც­რი­ლა. ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბა, რომ ახლა რე­გი­ონ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ოღონდ ეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, რე­ა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა.

"რამ­დე­ნი კვი­რაა ამა­ზე ვწერ, რომ ხალ­ხი არ იც­რე­ბა და რა­ი­ონ­ში კო­ვიდ-აფეთ­ქე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია-მეთ­ქი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე, ოსურ მხა­რე­ებ­საც ვნიშ­ნავ, ვსა­უბ­რობ ჯან­დაც­ვის უწყე­ბა­ში არ­სე­ბულ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ "წერე და იკი­თხეს" პრინ­ცი­პია. ჩვენ ვის დავ­კარ­გვი­ვართ. მხო­ლოდ მა­შინ ვახ­სენ­დე­ბით, თუ ვინ­მე გარ­და­იც­ვა­ლა ან და­ა­კა­ვეს... ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა კო­ვი­დი გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ტევს. ცხინ­ვალ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რად 80-100 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნია, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია... ჩვენს რა­ი­ონ­ში, სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. აქ ჯან­დაც­ვა ხომ მხო­ლოდ კო­რუფ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბაა" - ამ­ბობს თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის თქმით, კა­რან­ტინ­ში, იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი მხა­რი­დან, ან ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან გად­მო­სუ­ლი ან სხვა სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი, ცუდი ვი­თა­რე­ბაა.

"იქ შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩი­და­ნაც შე­ვი­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და იმ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, მო­რი­გე ექი­მი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის კამ­პა­ნი­ას შე­ურთდეს, მათ­თან ერ­თად მი­ირ­თვას საჭ­მე­ლი, უყუ­როს ტე­ლე­ვი­ზორს, ისარ­გებ­ლონ სა­ერ­თო ნივ­თე­ბით. მერე კი სახ­ლში წა­ვი­დეს... არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს. ამას ემა­ტე­ბა ის კა­ტე­გო­რი­აც, რო­მელ­თაც დღემ­დე არ სჯე­რათ კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ამ­ბე­ბი იმი­ტომ მო­ი­გო­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნებს აცრა გა­უ­კე­თონ, მათ­გან ბევ­რი ვერ გა­დარ­ჩეს და ასე გა­მოხ­ში­რა­ვენ კა­ცობ­რი­ო­ბას. ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი­დან ქარ­თულ მხა­რეს სამ­კურ­ნა­ლოდ 300-მდე ადა­მი­ა­ნი გა­და­ვი­და და მხო­ლოდ 15 აიც­რა. ექი­მე­ბიც კი არ იც­რე­ბი­ან... ახლა რომ და­ი­წყოს აც­რის კამ­პა­ნია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ახალ­გორ­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, ვადა გა­უ­ვი­და.

შე­სა­ბა­მი­სად, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­კიც სა­ხე­ზეა. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ რა­ი­ონ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლიც აღარ დარ­ჩა, ყვე­ლა გა­აქ­ცი­ეს ან თა­ვად წა­ვი­და..." - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

ცხინ­ვა­ლის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მი, მა­რი­ნა კო­ჩი­ე­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი, კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი, ქორ­წი­ლე­ბი და ქელე­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო, რაც რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა, რად­გან მათი ტრა­დი­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და ვირუ­სის საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, უარს არა­ვინ ამ­ბობს.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვა. ამ დრო­ის­თვის ცხინ­ვალ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 140-მდე მძი­მე პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ, 1400-მდე კი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში მკურ­ნა­ლობს. ეს კი სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია", - აცხა­დებს კო­ჩი­ე­ვა.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი, ჯე­მალ ბე­დო­ე­ვი ამ­ბობს, რომ უკვე 60-მდე შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, პსრ-ის ტესტს კი­დევ 20-მდე ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა.

"ვი­საც ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აქვს, სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბას ვუ­ნიშ­ნავთ, მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს - ვი­ტო­ვებთ" - ამ­ბობს ექი­მი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­სობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის აკ­რძალ­ვა, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა და მკაც­რი კონ­ტრო­ლი, თო­რემ ვი­თა­რე­ბა უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­დის ხმე­ბი, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, ყო­ველ­დღი­უ­რად იხო­ცე­ბი­ან.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ად­გი­ლი არ არის. უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ შინ დარ­ჩე­ნის­კენ, თა­ვად კი, რეს­ტორ­ნებს ხუ­რა­ვენ, აც­რის სა­ბუ­თებს აკე­თე­ბენ. ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან შე­მო­სუ­ლე­ბი, კა­რან­ტინს არც აღი­ა­რე­ბენ და პირ­და­პირ სახ­ლში მი­დი­ან. ჩვენ კი, კა­ნო­ნის შეს­რუ­ლე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

myquiz