რა ინტერვალით კეთდება გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები? | Allnews.Ge

რა ინტერვალით კეთდება გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები?

ო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ გრი­პის და კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ერთ დღეს გა­ი­კე­თონ.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორი­ვე ვაქ­ცი­ნას ერთ დღეს არ გა­ი­კე­თე­ბენ, მათ აც­რებს შო­რის 14 - დღი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლი უნდა და­იც­ვან.

„შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს გრი­პის და კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა, ერთი ინექ­ცია კეთ­დე­ბა ერთ ხელ­ზე, მე­ო­რე კი მე­ო­რე ხელ­ზე. ეს დაშ­ვე­ბუ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრიც.

-0:05 ახლა, რო­დე­საც ზამ­თრის სე­ზო­ნი ახ­ლოვ­დე­ბა და გრი­პის სე­ზო­ნი იწყე­ბა, რა თქმა უნდა, ორი­ვე ვაქ­ცი­ნის ერ­თდრო­უ­ლად გა­კე­თე­ბაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით რის­კის ჯგუ­ფე­ბის­თვის და იმ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­საც ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბის რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის რის­კი აქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ზა­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვაქ­ცი­ნის 43 000 დო­ზაა შე­მო­სუ­ლი. 150 ათა­სამ­დე და­მა­ტე­ბით დო­ზას კი ქვე­ყა­ნა ეტა­პობ­რი­ვად მი­ი­ღებს.

myquiz