„დღეს ჩვენ მსოფლიოში მე-13 ადგილზე ვართ ჯამური გარდაცვლილებით... სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ათეულშიც გადავინაცვლებთ“ | Allnews.Ge

„დღეს ჩვენ მსოფლიოში მე-13 ადგილზე ვართ ჯამური გარდაცვლილებით... სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ათეულშიც გადავინაცვლებთ“

„დღეს ჩვენ მსოფლიოში მე-13 ადგილზე ვართ ჯამური გარდაცვლილებით, გადათვლილი მილიონ მოსახლეზე, წინ სულ რამდენიმე ქვეყანაა, სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ათეულშიც გადავინაცვლებთ“- ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეპიდ-ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდად მართული ეპიდემია საქართველოშია, „ამ მთავრობის პირობებში საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ გვექნება“.

„ჩვენ ოქტომბრის ბოლო, ნოემბერი და დეკემბერი იმაზე უფრო ცუდი გვექნება, ვიდრე აგვისტო იყო. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში დღიური გარდაცვალება, რამდენიმე დღის განმავლობაში, 80-ზე მეტი იყო. სამწუხაროდ, მაღალ ალბათობით, ამ შედეგსაც გადავასწრებთ.

ეს ძალინ ცუდი პროგნოზია, მაგრამ როგორ მართლდება ასეთი ცუდი პროგნოზები, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 17 აგვისტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ვუყურებდი ვაქცინაციის იმ მომენტისთვის არასაკმარის ტემპს (20 ათასი - დღეში, მაგრამ არასაკმარისი იყო) მე ვთქვი, რომ თუ ვაქცინაცია არ წავიდა სწრაფად, წლის ბოლომდე დაახლოებით, 4500 სიცოცხლეს დავკარგავთ მეთქი. არ არის გასული 17 აგვისტოდან 2 თვეც კი და ამ მომენტისთვის (17 აგვისტოდან დღემდე) 2934 ადამიანია გარდაცვლილი. ანუ თითქმის, 3000. პრაქტიკულად, ჩვენ წინ გვაქვს ორ თვე ნახევარი და აღმოჩნდა, რომ ჩემი საშინელი პროგნოზიც კი, რომელიც ბევრს არ მოეწონა, სრულად არ ასახავდა იმ რეალობას, რაშიც ვართ.

დღეს ჩვენ მსოფლიოში მე-13 ადგილზე ვართ ჯამური გარდაცვლილებით, გადათვლილი მილიონ მოსახლეზე, ჩვენ წინ სულ რამდენიმე ქვეყანაა, სამწუხაროდ, წლის ბოლომდე ათეულშიც გადავინაცვლებთ. ეს ცხადზე უცხადესია. ერთ-ერთი ყველაზე ცუდად მართული ეპიდემია თუ სადმეა, ეს საქართველოა.

myquiz