თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა | Allnews.Ge

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა.

აქციის დასასრულს გიორგი უშიკიშვილთან, სოფო ბათილაშვილთან, ლელა წურწუმიასთან და ლექსენთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა შეასრულეს.

აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყო.

myquiz