"კახეთის კოვიდკლინიკებში ადგილები თითქმის აღარ არის... პიკს მივაღწიეთ" - უკავშირდება თუ არა რეგიონში არსებული კოვიდაფეთქება რთველს? | Allnews.Ge

"კახეთის კოვიდკლინიკებში ადგილები თითქმის აღარ არის... პიკს მივაღწიეთ" - უკავშირდება თუ არა რეგიონში არსებული კოვიდაფეთქება რთველს?

და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით კა­ხე­თია რე­გი­ო­ნი პირ­ველ ად­გილ­ზეა. კო­რო­ნა­ვირუ­სის რე­კორ­დუ­ლი ზრდის გამო, ბოლო რამ­დე­ბი­მე დღე­ში რე­გი­ო­ნის 6 სა­ჯა­რო სკო­ლა და 75 კლა­სი ონ­ლან რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, ხოლო 39 სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ი­კე­ტა.

"კა­ხეთ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა. გუ­შინ და დღეს პიკს მი­ვაღ­წი­ეთ. ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი მა­ტე­ბა გვაქვს ინ­ფი­ცი­რე­ბის. ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შემ­დეგ გურ­ჯა­ან­ში. სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­შიც გვაქვს ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. კა­ხე­თის კო­ვიდ­ჰოს­პი­ტა­ლებ­ში თით­ქმის არც ერთი ად­გი­ლი აღარ არის. ისი­ნი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბენ.

იცით ეს რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ყვე­ლა იმ აქ­ტივ­რო­ბას­თან, რო­მე­ლიც ახ­ლავს შე­მოდ­გო­მას აკხეთ­ში, ეს გახ­ლავთ სტუმ­რე­ბი, შიდა ტუ­რიზ­მი. ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სა­რი­ტუ­ა­ლო ღორ­ნის­ძი­ე­ბე­ბი - რთვე­ლი, მო­სავ­ლის აღე­ბა... რა­მაც ძა­ლი­ან მკვეთ­რად გა­მო­იწ­ვია მო­ბი­ლო­ბის გაზ­რდა.

ასე­ვე არ ხდე­ბო­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა. ადა­მი­ა­ნებ­მა ხელი აი­ღეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა­ზე. ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, სა­დამ­დეც მი­ვე­დით" - აღ­ნიშ­ნა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კა­ხე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნელი ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა.

myquiz