"თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია, სადაც ე.წ. "ხრუშოვკები" დგას" - თბილისის მერის მოადგილე | Allnews.Ge

"თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია, სადაც ე.წ. "ხრუშოვკები" დგას" - თბილისის მერის მოადგილე

ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 365 ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა გა­ვა­მაგ­რეთ, ახლა მი­დის და­მა­ტე­ბით 62 შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვიცე-მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა დრო­ე­ბი­თია, რად­გან, მისი თქმით, ის 5-6 წე­ლი­წად­ში ისევ საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ამ შე­ნო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ხმა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით­ვე, მე­რი­ის მხრი­დან ახა­ლი პროგ­რა­მა შე­მუ­შავ­და, რო­მე­ლიც ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის სრულ დე­მონ­ტაჟ­სა და მათი ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ყვე­ლა­ზე მეტი ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა ვარ­კე­თი­ლის მე­სა­მე მა­სივ­ში დგას.

"ზო­გა­დად, ჩვენ­თვის ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის პრობ­ლე­მა პირ­ვე­ლად არ დად­გა დღის წეს­რიგ­ში. ამ თე­მა­ზე მე­რი­ა­ში, რომ მო­ვე­დით, მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ერთ-ერთი იყო სამ­შე­ნებ­ლო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთე­ლი რიგი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გა­და­ი­ხე­და. ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი ამ ხა­რისხს იძენს ან ვა­დის გას­ვლის გამო, ან ავა­რი­უ­ლი მი­შე­ნე­ბე­ბის გამო - ეს მავ­ნე პრაქ­ტი­კა უკვე ათე­უ­ლი წლე­ბია ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა და გა­მოწ­ვე­ვა.

ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 365 ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა გა­ვა­მაგ­რეთ. ახლა, ამ მო­მენ­ტში მი­დის და­მა­ტე­ბით 62 შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა. ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა ეს არის დრო­ე­ბი­თი გა­და­წყვე­ტა, ის 5-6 წე­ლი­წად­ში ისევ იძენს ავა­რი­უ­ლო­ბის გარ­კვე­ულ ხა­რისხს და ისევ საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს.

პირ­ვე­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც წარ­ვად­გი­ნეთ, იყო ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მა. კა­ხას გუნ­დმა შე­ი­მუ­შა­ვა ახა­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის სრუ­ლად დე­მონ­ტაჟს და მათ ნაც­ვლად ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავა­რი­უ­ლი რა­ი­ო­ნი არის ვარ­კე­თი­ლის მე­სა­მე მა­სი­ვი, სა­დაც დგას 4 - ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ე.წ. "ხრუ­შოვ­კე­ბი" და მათი ჩა­ნაც­ვლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია და­ამ­ტკი­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და ორი კომ­პა­ნია უკვე მუ­შა­ობს ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მა­ზე.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ჰყავს 10 რა­ი­ო­ნუ­ლი გამ­გე­ო­ბა და მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან საკ­მა­ოდ მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან თი­თო­ე­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს, უბანს თუ ქუ­ჩას რა უჭირს, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის, ვა­ტა­რებთ დრო­უ­ლად ექ­სპერ­ტი­ზას, მო­სახ­ლე­ო­ბას ვაფრ­თხი­ლებთ და ვა­წარ­მო­ებთ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

myquiz