"დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა - შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა" - დღეს ტაძრებში, ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა პანაშვიდი შესრულდება | Allnews.Ge

"დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა - შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა" - დღეს ტაძრებში, ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა პანაშვიდი შესრულდება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რეს სამ­ძი­მარს ავ­რცე­ლებს.

„დი­დია მწუ­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას მოჰ­ყვა.

გუ­ლი­თა­დად ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს, და­ზა­რა­ლე­ბულთ, ვუ­სამ­ძიმ­რებთ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. დღეს ყვე­ლა ამ ტკი­ვი­ლის თა­ნა­ზი­ა­რია და შეძ­რუ­ლია მომ­ხდა­რით.

ვლო­ცუ­ლობთ გარ­დაც­ვლილ­თათ­ვის. მათი სუ­ლე­ბის სა­ო­ხად არა­ერ­თი პა­ნაშ­ვი­დი იქნა გა­დახ­დი­ლი. კვი­რას, წირ­ვის შემ­დე­გაც, აღევ­ლი­ნე­ბა ლოც­ვა, მათ შო­რის, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში.

შევ­თხოვ ღმერ­თს, მოგ­ვცეს გამ­ძლე­ო­ბა, მოგ­ვა­ნი­ჭოს თვი­სი წყა­ლო­ბა და მშვი­დო­ბით აკურ­თხოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ხალ­ხი”, -აღ­ნიშ­ნუ­ლია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

დღეს ტაძ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი შეს­რულ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

„10 ოქ­ტომ­ბერს ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში საღვთო ლი­ტურ­გი­ას აღავ­ლენს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი).

ლი­ტურ­გი­ის შემ­დეგ, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტაძ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი შეს­რულ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­ინ­გრა. ნგრე­ვას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, აქე­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია.

myquiz