"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?!" - გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე | Allnews.Ge

"არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ნანგრევებიდან გარდაცვლილი ბავშვის ამოყვანის სცენა და განწირული მამის ხმა: სად ხართ შვილებო?!" - გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა ბა­თუმ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ნან­გრე­ვე­ბი­დან სულ 5 გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს, ხოლო 2 და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ამ დრო­ის­თვის, ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა ნან­გრე­ვებ­ში.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე წერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

"არა­ფე­რია იმა­ზე სა­ში­ნე­ლი, ვიდ­რე ნან­გრე­ვე­ბი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ამოყ­ვა­ნის სცე­ნა. თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ირ­გვლი­ვაა, სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლით და მო­მავ­ლით, უქ­მდე­ბა და უფა­სურ­დე­ბა.

და გან­წი­რუ­ლი მა­მის ხმა: სად ხართ შვი­ლე­ბო?! ღმერ­თო და­მეხ­მა­რე! თვი­თო­ნაც ნან­გრე­ვე­ბად ქცე­უ­ლე­ბი, ვუ­ყუ­რებთ ეკ­რანს, რო­მე­ლიც თავგნა­წი­რუ­ლი მაშ­ვე­ლე­ბის ფონ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რი­ცხვის ზრდას გვაც­ნობს.

ვუ­ყუ­რებთ და ვე­რა­ფერს ვფიქ­რობთ.ახლა სხვა ყვე­ლა­ფე­რი ყალ­ბი მგო­ნია, გარ­და ამ გა­ყი­ნუ­ლი, უფიქ­რო შეძრწუ­ნე­ბი­სა. ის სი­ტყვე­ბიც ყალ­ბია, რომ თით­ქოს წუ­თი­სოფ­ლის წა­მი­ე­რე­ბა შე­ვიგ­რძე­ნით და უფრო და­ვა­ფა­სებთ ერ­თმა­ნეთს და ცო­ცხლად ნაკ­ლე­ბად დავღრღნით. ყვე­ლა­ფე­რი ყალ­ბია, გარ­და იმ ორ "ჯან­მრთელ" სახ­ლს შო­რის სიკ­ვდი­ლის ღია პი­რი­ვით დაფ­ჩე­ნი­ლი ნა­სახ­ლა­რი ნაპ­რა­ლი­სა.ეს ნან­გრე­ვე­ბის დღე და ღა­მეა და ასეც დარ­ჩე­ბა ჩვენს ბედკ­რულ ის­ტო­რი­ა­ში" - წერს კე­კე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად სულ 6 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის არის ორი ბავ­შვი. ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა ქაილ ინგა მე­კე­ი­ძე, ცოტა ხნის წინ, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ერთი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ნან­გრე­ვე­ბი­დან ცო­ცხა­ლი ამო­იყ­ვა­ნეს, მძი­მეა.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ად­გილ­ზე სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია კი­დევ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქ­ტზე შსს-მ 3 პირი, მათ შო­რის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის მე­სა­კუთ­რეა და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე ერთ-ერთი ბი­ნის მფლო­ბელ­მა ბი­ნა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის ორი პირი და­ი­ქი­რა­ვა. ბი­ნის მე­სა­კუთ­რის მი­თი­თე­ბით და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ოქ­ტომ­ბერს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, 7-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ერთი სა­დარ­ბა­ზო გუ­შინ ჩა­მო­ინ­გრა.

myquiz