"ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფისა და ბინის გაერთიანება ხდებოდა" - ვინ არიან დაკავებულები და რა ვიდეოკადრებს ავრცელებს შსს? | Allnews.Ge

"ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფისა და ბინის გაერთიანება ხდებოდა" - ვინ არიან დაკავებულები და რა ვიდეოკადრებს ავრცელებს შსს?

შსს-მ ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქ­ტზე 3 პირი, მათ შო­რის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის მე­სა­კუთ­რე და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე ერთ-ერთი ბი­ნის მფლო­ბელ­მა ზაურ ბუ­და­ტოვ­მა ბი­ნა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის 2 პირი და­ი­ქი­რა­ვა.

ბი­ნის მე­სა­კუთ­რის მი­თი­თე­ბით და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვა გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც "ბა­თუ­მე­ლე­ბი" წერს, ბუ­და­ტოვს სარ­და­ფი­სა და ბი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სურ­და და სწო­რედ ამ მო­თხოვ­ნით სა­ჯა­რო რე­ესტრს 2021 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს მი­მარ­თა.

"რე­ესტრმა სწო­რედ 8 ოქ­ტომ­ბერს ხარ­ვე­ზი და­ა­ფიქ­სი­რა და წარ­მო­ე­ბა შე­ა­ჩე­რა, მი­ზე­ზად საკ­მა­რი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბა, მთა­ვარ მი­ზე­ზად კი სარ­და­ფის და სარ­თუ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ნა­ხა­ზის უქონ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მიერ წარ­მო­სად­გე­ნი არის ბინა N1-ის და სარ­და­ფის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შიდა აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზი". არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი კორ­პუს­ში უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ზაურ ბუ­და­ტო­ვი [რე­ესტრში ზოგ­ჯერ ბუ­და­გო­ვად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, თუმ­ცა ერთი და იგი­ვე პი­რა­დი ნომ­რით ფიქ­სირ­დე­ბა], იგი­ვე ბუ­და­გო­ვი ამ მი­სა­მარ­თზე ფლობ­და 200 კვ მეტრ ბი­ნას და მცი­რე ზო­მის სარ­დაფს.

დღეს დან­გრე­უ­ლი კორ­პუს­თან თვითმხილ­ვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ყვე­ბოდ­ნენ, რომ ამ მი­სა­მარ­თზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბო­და და ამას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ: „სახ­ლი ზან­ზა­რებ­და" - ნათ­ქვა­მია "ბა­თუ­მე­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

და­კა­ვე­ბუ­ლებს 2-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად სულ 6 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის არის ორი ბავ­შვი. ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა ქაილ ინგა მე­კე­ი­ძე, ცოტა ხნის წინ, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ერთი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ნან­გრე­ვე­ბი­დან ცო­ცხა­ლი ამო­იყ­ვა­ნეს, მძი­მეა.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ად­გილ­ზე სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, 7-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ერთი სა­დარ­ბა­ზო გუ­შინ ჩა­მო­ინ­გრა.