"ორი ბავშვია შიგნით, კონტაქტზე ვერ გავდივართ. მათთან ერთად დედა და კიდევ, სავარაუდოდ, მისი მაზლია" - ნანგრევებში მოყოლილ რამდენიმე ადამიანს ოჯახის წევრები ეძებენ | Allnews.Ge

"ორი ბავშვია შიგნით, კონტაქტზე ვერ გავდივართ. მათთან ერთად დედა და კიდევ, სავარაუდოდ, მისი მაზლია" - ნანგრევებში მოყოლილ რამდენიმე ადამიანს ოჯახის წევრები ეძებენ

ბა­თუმ­ში ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეძე­ბენ. რო­გორც "ტვპირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ისი­ნი ამ­ბო­ბენ, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას ტე­ლე­ფო­ნით ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის თქმით, ის 12 წლის შვი­ლიშ­ვილს და რძალს ვერ პო­უ­ლობს.

"გა­ვი­გო, რომ ცო­ცხა­ლია, მკვდა­რია და გა­მო­ვალ. ვუ­რე­კავ და არ პა­სუ­ხო­ბენ. სა­დაც ნგრე­ვა, მე­სა­მე სარ­თულ­ზე იყ­ვნენ. რაც გა­ვი­გე ეს ამ­ბე­ბი, მას შემ­დეგ ტე­ლე­ფონ­ზე ვრე­კავ და არ მპა­სუ­ხო­ბენ. სამ­სა­ხუ­რი­დან მოვ­დი­ვარ. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ერთი სკო­ლა­შია, ერთს ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და და სახ­ლში იყო, მას­თან ერ­თად იყო ჩემი რძა­ლიც, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფონ­ზე არ მპა­სუ­ხობს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სახ­ლში იყო, 12 წლის არის", - ჰყვე­ბა ერთი-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი.

კი­დევ ერთი გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის 4 წევ­რს ეძებს, რომ­ლე­ბიც მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ იმ სა­დარ­ბა­ზო­ში, სა­დაც ნგრე­ვა მოხ­და.

"ორი ბავ­შვია შიგ­ნით, კონ­ტაქ­ტზე ვერ გავ­დი­ვართ. არა­ფე­რი არ ვი­ცით. მათ­თან ერ­თად დედა და კი­დევ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მაზ­ლია. ვე­რა­ფერს ვი­გებთ, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს" - ამ­ბობს გო­გო­ნა.

მათ შო­რის ორი ბავ­შვი, რომ­ლე­ბიც მაშ­ვე­ლებ­მა უკვე გა­მო­იყ­ვა­ნეს და ისი­ნი კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის გამო, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, აჭა­რის მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე უკვე გა­ემ­გზავრნენ პრე­მი­ე­რი და შს მი­ნის­ტრი. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის.

myquiz