"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას? | Allnews.Ge

"პრივილეგირებულმა ვეტერანებმა დეპუტატებთან ქეიფის შემდეგ სროლა ატეხეს, მათ სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა" - რატომ ითხოვენ აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრის გადადგომას?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმ­ში ე.წ. ვე­ტე­რა­ნებ­სა და ე.წ. შს თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მო­რიგ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში გა­და­ი­ზარ­და. თით­ქმის ერთი კვი­რაა, აფხა­ზე­თის "მთავ­რო­ბის" სახ­ლის წინ ე.წ. შს მი­ნის­ტრის, დმიტ­რი დბა­რის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ, რო­მე­ლიც ვე­ტე­რა­ნე­ბის ცნო­ბით, თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მათ ცე­მა­ში.

30 სექ­ტემ­ბერს, აფხა­ზე­თის და­კარ­გვის 28 წლის­თავ­ზე, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს აფხა­ზი "ბო­ე­ვი­კე­ბი", რომ­ლებ­საც "ვე­ტე­რა­ნის" სტა­ტუ­სი აქვთ და აფხა­ზეთ­ში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

"ქარ­თულ-ფხა­ზუ­რი ომის დროს, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებს აფხა­ზე­ბი აჰ­ყავ­დათ ტყვედ, ან პირ­ქით, ჩვენ აგ­ვყავ­და ტყვედ ქარ­თვე­ლე­ბი, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, რომ ფე­ხე­ბით შემ­დგა­რიყ­ვნენ ტყვე­ებ­ზე, არას­დროს ყო­ფი­ლა..." - ამ­ბობს აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე, ე.წ. ვე­ტე­რა­ნი გივი დო­პუა აფხა­ზურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

"55 წლის ვარ, 30 წლის ბიჭ­მა, რო­მე­ლიც მე­გო­ნა, რომ ჩემი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რის­თვი­საც მე და ჩემ­მა თა­ნა­ტო­ლებ­მა სიკ­ვდი­ლამ­დე ვიბ­რძო­ლეთ, ზი­ზღით შე­მომ­ხე­და თვა­ლებ­ში და გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მცე­მა... ჩემ­ზე ხელი არა­ვის აღუ­მარ­თავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ის დღე და­მა­ვი­წყდეს. რას ვი­ფიქ­რებ­დით 30 წლის წინ, რომ ჩვენს მიერ სის­ხლით მო­პო­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს, ასეთ წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას მოგ­ვა­ყე­ნებ­დნენ. ეს დღე არა­ვის უნდა შერ­ჩეს" - ამ­ბობს კი­დევ ერთი მათ­გა­ნი, სო­ხუ­მის ცენ­ტრში აქ­ცი­ა­ზე გა­მო­სუ­ლი ვე­ტე­რა­ნი ამ­რიკ ვო­უ­ბა.

სპეც­რაზმთან შე­ტა­კე­ბის დღეს ნა­ცე­მე­ბი არი­ან სო­ფელ აძი­უბ­ჟის მცხოვ­რებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ომის დროს ოჩამ­ჩი­რეს იცავ­დნენ. სწო­რედ ისი­ნი ქე­ი­ფობ­დნენ სო­ხუ­მის ერთ-ერთი რეს­ტო­რან­ში ორ დე­პუ­ტატ­თან, ალ­მას­ხან არ­ძინ­ბა­სა და გარი კო­კა­ი­ასთნ ერ­თად. სა­ღა­მოს, ქე­ი­ფის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ და რე­ვოლ­ვე­რი­დან და კა­ლაშ­ნი­კო­ვი­დან სრო­ლა ატე­ხეს, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტად.

ცნო­ბი­ლი აფხა­ზი პუბ­ლი­ცის­ტი, და­ვით და­სა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ ორ­შა­ბა­თი­დან, ძა­ლო­ვან უწყე­ბას ახა­ლი მი­ნის­ტრი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰყავ­დეს.

"მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც ვე­ტე­რა­ნებ­ზე ხელი აწია, უნდა გა­დად­გეს" - ამ­ბობს ის.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ვე­ტე­რა­ნე­ბის მი­მართ აგ­რე­სია ახალ თა­ო­ბას მხო­ლოდ იმ დღეს არ გას­ჩე­ნია და ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზოგი მათ­გა­ნის უკი­დე­გა­ნო ამ­ბი­ცია და პრი­ვი­ლე­გია ცუ­დად აი­სა­ხე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ. ჩემი სკო­ლის ორი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობს აფხა­ზე­თის შსს სპეც­რაზმში, ამ ბო­ლოს სულ ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ და რო­დე­საც ოპე­რა­ცი­ა­ზე მი­დი­ან, ეს იქ­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბა თუ ია­რა­ღის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის შე­ნახ­ვა, აბა თუ მიხ­ვდე­ბით, ვის კვალ­ზე გა­დი­ან?.. დიახ, ჩვე­ნი "გმი­რი ვე­ტე­რა­ნე­ბის" და ათი­დან 6-7 შემ­თხვე­ვა, მხო­ლოდ სა­ქონ­ლის წარ­თმე­ვით (თუ ისევ უკან არ უბ­რუ­ნე­ბენ) სრულ­დე­ბა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვევს არ არის, რო­დე­საც ისი­ნი ქუ­ჩა­ში ასე უმი­სა­მარ­თოდ ის­ვრი­ან, სხვა დრო­საც არა­ერ­თხელ უს­ვრი­ათ, ძე­ო­ბებ­ზე, ქორ­წი­ლებ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ან უბ­რა­ლოდ შეკ­რაბ­ზე... რო­დე­საც მი­ლი­ცია მათ ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, იცით რა ხდე­ბა?.. ისი­ნი არც კი კად­რუ­ლო­ბენ რა­ი­მე სა­ხის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას, აგ­დე­ბით ელა­პა­რა­კე­ბი­ან სპეც­რაზ­მის ბი­ჭებს. დამ­ცი­ნა­ვად ეკი­თხე­ბი­ან მათ - რამ­დე­ნი ხა­ნია ია­რა­ღი გი­ჭი­რავ­თო" - წერს სო­ხუ­მე­ლი ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

"ჩემი ქმა­რი მავ­რიკ ჯინ­ჯო­ლია, ნამ­დვი­ლი მე­ო­მა­რი და თა­ვი­სი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტია. 14 აგ­ვის­ტოს, მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერთდ დამ­ტო­ვა და ომში წა­ვი­და. ზამ­თარ­სა და უბე­დუ­რე­ბა­ში, დაჭ­რილ­მა ორ­ჯერ გა­და­ლა­ხა მდი­ნა­რე გუ­მის­თა, გუ­თა­უ­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაჭ­რი­ლებს და­რა­ჯობ­და, რომ არა­ფე­რი და­ე­შა­ვე­ბი­ნათ. ლეონ მე­ფის ორ­დე­ნით და მედ­ლით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ის არას­დროს წა­სუ­ლა ია­რა­ღით, მით უფრო ქე­იფ­ში, არც უტ­რა­ბა­ხია. ომის ინ­ვა­ლი­დია და ბევ­რს რა­მეს, მათ შო­რის, და­კარ­გულ ჯან­მრთე­ლო­ბას ნა­ნობს კი­დეც. ნუ შე­ა­ძუ­ლეთ ხალ­ხს თავი..." - წერს ნა­ტა­ლია გიც­ბა.

სხვე­ბის თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გმი­რე­ბის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვინ­მეს შერ­ჩეს. თუმ­ცა, პა­სუ­ხი უნდა აგონ დე­პუ­ტა­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ის­როდ­ნენ, მით უფრო, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

"შსს-ს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გამო... მე მეს­მის, რომ ვეტ­რა­ნე­ბი გმი­რე­ბი არი­ან და იბ­რძო­ლეს, მაგ­რამ ამის გამო, ქურ­დო­ბა და მკვლე­ლო­ბაც უნდა ეპა­ტი­ოთ, იმი­ტომ, რომ ვე­ტე­რა­ნე­ბი არი­ან?. მხო­ლოდ იმ იმ დღის გამო, კი, სულ ცოტა 10 დღით უნდა ჩას­ვან" - წერს ნანა ჯო­ნუა.

"თუმ­ცა, ესეც, რო­გორც ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის სხვა "გა­მოს­ვლე­ბი" უხ­მა­უ­როდ ჩა­ივ­ლი­და, რომ არა ერთი ამ­ბა­ვი - ქა­ლა­ქის სხვა რეს­ტო­რან­ში ქე­ი­ფობ­და პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია, თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად. თვითმხილ­ვევ­ლებ­მა ად­გილ­ზე შს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა კო­კა­ი­ა­სა და არ­ძინ­ბას მე­გო­ბა­რი, სულ ათამ­დე ვე­ტე­რა­ნი, უმე­ტე­სო­ბა სო­ფელ აძი­უბ­ჟე­ლე­ბი, მათ არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. შე­დე­გიც მი­ი­ღეს, მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ყვე­ლა მათ­განს სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, ზოგს ცხვრიი აქვს გა­ტე­ხი­ლი, ზოგს - თავი.

რამ­დე­ნი­მეს ნა­კე­რე­ბიც დას­ჭირ­და. დიახ, ძირს და­აგ­დეს და ფე­ხე­ბით შედგნენ. უნდა ვა­ღი­ა­რო, გა­მომ­სარ­ჩლე­ლე­ბიც ცოტა ჰყავ­დათ, ვი­ნა­ი­დან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ უკი­დე­გა­ნო პრი­ვი­ლე­გი­ებს კარ­გი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის იბ­რძო­და. ამი­ტომ, ჩემ­თვის და სხვა ბევ­რის­თვი­საც სუ­ლაც არ არის წმინ­და­ნი და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი.

შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ იქვე ძა­ლი­ან ახ­ლოს, მე­ო­რე რეს­ტო­რან­ში ას­ლან ბჟა­ნია ცხინ­ვა­ლი­დან ჩა­მო­სულ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს მას­პინ­ძლობ­და, ამი­ტომ ამ საქ­მეს ასე ვერ და­ტო­ვებ­დნენ... ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მე­ო­რე დღეს ნა­ცე­მი დე­პუ­ტა­ტი ალ­მას­ხან არ­ძინ­ბა, სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ვი­და შს სა­მი­ნის­ტროს­თან და შე­ნო­ბა და­ცხრი­ლა... ახლა კი, აძი­უბ­ჟე­ლე­ბი მთავ­რო­ბის სახ­ლთან აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ, რო­გორ თუ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი, გმი­რი ვე­ტე­რა­ნე­ბი გაგ­ვი­ლა­ხე­სო... ამი­ტომ, მი­ნის­ტრი უნდა გა­დად­გეს და ის ბი­ჭე­ბი უნდა და­ა­პა­ტიმ­რო­ნო, ცირ­კია!.." - წერს ამი­რა დუნ­დუა.

myquiz