ყველაზე მოთხოვნადი დასახლებები თბილისში, სადაც საკუთარი სახლის აშენება შეგიძლიათ | Allnews.Ge

ყველაზე მოთხოვნადი დასახლებები თბილისში, სადაც საკუთარი სახლის აშენება შეგიძლიათ

დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბის, ხმა­უ­რის, გამ­წვა­ნე­ბის სიმ­ცი­რი­სა და მჭიდ­რო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გამო მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნებს ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ხში­რად, ბი­ნის შე­ძე­ნის მსურ­ველს უწევს, არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს სუფ­თა ჰა­ერ­სა და ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ობი­ექ­ტებ­თან სი­ახ­ლო­ვეს შო­რის. ბოლო წლებ­ში, თბი­ლის­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა. რა თქმა უნდა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი მა­ინც ფა­სია, თუმ­ცა შე­ძე­ნი­სას არა­ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ეკო­ლო­გი­ის სა­კი­თხსაც. ამას­თან, კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლე­ბიც, რო­მე­ლიც მყუდ­რო, მშვიდ, სა­სი­ა­მოვ­ნო და ჯან­სა­ღად ცხოვ­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზა­ფხულ­ში, როცა დე­და­ქა­ლაქ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ზოგ­ჯერ აი­ვან­ზე გან­ტვირ­თვაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს სამი ყვე­ლა­ზე მწვა­ნე და დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე უბა­ნი იწ­ვევს, სა­ი­და­ნაც ერთ-ერთი სულ ახა­ლია:

სო­ფე­ლი დი­ღო­მი

lisi2-40249-1633522663.jpg

სო­ფე­ლი დი­ღო­მი უკვე წლე­ბია, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონს ეკუთ­ვნის და მისი და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აც წლი­დან წლამ­დე ფარ­თოვ­დე­ბა. ად­გი­ლი საკ­მა­ოდ ახ­ლო­საა რო­გორც სა­ბურ­თა­ლოს ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­თან, ისე დიღ­მის სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­თან, ამი­ტომ აქ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

ამას­თან, ის დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ნე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია, სა­დაც სა­კუ­თარ ეზო­ში მშვი­დად გან­ტვირ­თვას შეძ­ლებთ ისე, რომ არც სი­ცხე და არც მან­ქა­ნე­ბის ხმა­უ­რი შე­გა­წუ­ხებთ, თუმ­ცა პრობ­ლე­მას ქმნის ერთი რამ: სო­ფე­ლი დიღ­მის ნა­წი­ლი ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა­ზე და­ერ­თე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ არ არის, ამი­ტომ მო­ბი­ნად­რე­ებს თა­ვად უწევთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, რაც დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ქა­ლა­ქის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი და მწვა­ნე ტე­რი­ტო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა ჯერ კი­დევ ამ­გვარ დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის.

ივერ­თუ­ბა­ნი

lisi3-40288-1633522689.jpg

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლის აშე­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ივერ­თუ­ბან­შიც, რო­მე­ლიც ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, თბი­ლი­სის წყალ­სა­ცა­ვის, ე.წ „თბი­ლი­სის ზღვის“ სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს. ივერ­თუ­ბა­ნი ასე­ვე ახ­ლო­საა 250 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­და­ჭი­მულ დენ­დრო­პარკთან, სა­დაც სა­მა­სამ­დე ჯი­შის იშ­ვი­ა­თი ხე და ბუჩ­ქი ხა­რობს. სწო­რედ გამ­წვა­ნე­ბის, რეკ­რე­ა­ცი­ი­სა და ნაკ­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გამო, ეს ად­გი­ლი სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შენ­დე­ბა მა­ღა­ლი, მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი და ძი­რი­თა­დად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლე­ბი გვხვდე­ბა. ივერ­თუ­ბა­ნიც სო­ფე­ლი დიღ­მის მსგავ­სად ფარ­თოვ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნე­ბიც იზ­რდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ტე­რი­ტო­რი­ის პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, და­სახ­ლე­ბა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს. სა­უ­ბა­რია მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლი­სა და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს მნიშ­ვნე­ლო­ვან დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ივერ­თუბ­ნის ნა­წილს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­და­უჭ­რა, თუმ­ცა სა­ნამ აქ მი­წის ნაკ­ვეთს ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს შე­ი­ძენთ, სა­სურ­ვე­ლია, დარ­წმუნ­დეთ, რომ შერ­ჩე­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს.

ახა­ლი ლისი

lisi-40334-1633522711.jpg

ეს ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც თხინ­ვა­ლას სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს. ად­გი­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ ახლა იწყე­ბა, რად­გან გრგ (გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა) 2021 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დამ­ტკიც­და. სუფ­თა ჰა­ე­რის, ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან სი­ახ­ლო­ვი­სა და ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბის გარ­და, ამ ად­გილს გა­მო­არ­ჩევს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და წეს­რი­გი, რაც დე­და­ქა­ლა­ქის ბევ­რი უბ­ნის­თვის იშ­ვი­ა­თია.

ახა­ლი ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა, ყვე­ლა ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბით კომ­პო­ნენტს ზედ­მი­წევ­ნით გან­სა­ზღვრავს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა მშე­ნებ­ლო­ბა და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გრგ-ს შე­სა­ბა­მი­სად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლის გვერ­დით მრა­ვალ­ბი­ნი­ან კორ­პუსს ვე­რა­ვინ აა­შე­ნებს. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა დე­ვე­ლო­პე­რებს გა­ნუ­სა­ზღვრა გზე­ბის, სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი­სა და ტრო­ტუ­ა­რე­ბის, სა­ვე­ლო­სი­პე­დო ბი­ლი­კე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი, ხე-ნარ­გა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მცე­ნა­რე­ე­ბის ჯი­შე­ბი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა, შე­ნო­ბე­ბი­სა და ღო­ბე­ე­ბის სი­მაღ­ლე და ასე­ვე, კონ­კრე­ტულ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე სახ­ლე­ბის გან­ლა­გე­ბა და პა­რა­მეტ­რე­ბი. ახა­ლი ლი­სის არე­ა­ლი, რო­მე­ლიც 20 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზეა გა­დაშ­ლი­ლი, და­ბა­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის მქო­ნე სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ის შე­ნო­ბა­სა და სა­რეკ­რე­ა­ციო არე­ალს აერ­თი­ა­ნებს. ად­გილ­ზე გრგ-ს არ­სე­ბო­ბა არე­გუ­ლი­რებს მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­კი­თხსაც, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ლი­სის მო­ბი­ნად­რე­ებს აღარ მო­უ­წევთ ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის მო­წყო­ბა­ზე თა­ვად ზრუნ­ვა, რაც სხვა­თა შო­რის, თხინ­ვა­ლას მცხოვ­რებ­ლებს წლე­ბია, დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

სა­ნამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მი­წის ნაკ­ვეთს შე­ი­ძენთ, გირ­ჩევთ, თბი­ლი­სის მე­რი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­და­ა­მოწ­მოთ, არ­სე­ბობს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის­თვის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გრგ, რაც მო­წეს­რი­გე­ბულ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ უბან­ში ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტია. ვებგ­ვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა კი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ყვე­ლა ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბით კომ­პო­ნენტს გა­ეც­ნოთ, ხოლო თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის სა­კა­დას­ტრო კო­დის შეყ­ვა­ნით ტე­რი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ.

myquiz