ნარკოტიკი „ბომბა“ რომელსაც კატალიზატორისგან ამზადებენ- კონგოს დედაქალაქში კატალიზატორების ქურდების დაკავებას ვერ აუდიან | Allnews.Ge

ნარკოტიკი „ბომბა“ რომელსაც კატალიზატორისგან ამზადებენ- კონგოს დედაქალაქში კატალიზატორების ქურდების დაკავებას ვერ აუდიან

კონგოში საავტომობილო კატალიზატორების გამოყენება ნარკოტიკების დასამზადებლად დაიწყეს. ქვეყნის მცხოვრებლებმა მოახერხეს და კატალისტური ნეიტრალიზატორებით ნარკოტიკული ნივთირების დამზადება დაიწყეს, რომელმაც მიიღო სახელი „ბომბა“. პოლიციიის განმარტებით დამნაშავეები აქუცმაცებენ კატალიზატორების კერამიკულ ნივთიერებებს და მათ სედატიურ ან დამამშვიდებელ პრეპარატებს ურევენ. კონგოს დედაქალაქ კინშასაში მხოლოდ ბოლო 1 თვეში კატალიზატორების ქურდობისთვის და მათგან ნარკოტიკების დამზადებისთვის 100-ზე მეტი პირია დაკავებული.

როგორც როიტერსი წერს კატალზიატორისგან დამზადებული ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ იწყება ძლიერი აპათია - მისი მიმღები შეიძლება გაუნძრევლად საათობით იდგეს ერთ ადგილას და ირწეოდეს, რის შემდეგაც ვარდებიან ღრმა ძილში, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ამ ფხვნილში კერამიკული ფხვნილის როლი დაუდგენელია - სავარაუდოდ ის პრეპარატების მოქმედებას ახანგრძლივებს. ასეა თუ ისე პოლიცილები ირწმუნებიან, რომ კატალიზატორების ქურდობის ფაქტი რამდენჯერმეა გაზრდილი და ნარკომანებს არ აკავებთ ის ფაქტიც კი, რომ კატალზიატორში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია გამოიწვიოს კიბოც.

როგორც ცნობილია კატალიზატორებში გამოყენება იშვიათი მეტალები და ამის გამო ისინი საკმაოდ ძვირი ღირს. ამან კი ავტომობილებში ამ დეტალის მასიური ქურდობები გამოწივია. კატალზიატორის შემცველობაშია ისეთი იშვიათი მეტალები, როგორიცაა პალადიუმი, პლატინა და როდიუმი. იმისათვის რომ კატალზიატორების ქურდობისგან დაიცვან საკუთარი ავტომობილები, ავტომფლობელების ნაწილი მათზე დამცავ კარკასს იყენებს, ან პარკინგის დროს საბურავებში წნევასაც კი უკლებს, რათა ქურდებმა გამოსაბოლქვ სისტემამდე ვერ მიაღწიონ.

autobild.ge