რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სააკაშვილის ექსტრადირება სხვა ქვეყანაში? - დავით ზალკალიანის განმარტება | Allnews.Ge

რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სააკაშვილის ექსტრადირება სხვა ქვეყანაში? - დავით ზალკალიანის განმარტება

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უცხო ქვე­ყა­ნა­ში პი­რის ექ­სტრა­დი­რე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, თუკი მას აქვს იმ ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი.

რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობს და მისი "მძევ­ლად აყ­ვა­ნის“ სა­კი­თხი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა“.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე ვარ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და არა შს მი­ნის­ტრი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის არ არის ცნო­ბი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სა­კი­თხი. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მუ­შა­ო­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მათ შო­რის, თქვენც გექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ი­გოთ ზუს­ტად იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, რა კი­თხვებ­საც ახლა სვამთ თუ რო­გორ შე­მო­ვი­და.

ფაქ­ტი ერ­თია - მე მო­ვის­მი­ნე, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ გარ­და იმი­სა, რომ ის არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი იმ 4 საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც მას მის­ჯი­ლი აქვს 6 წელი და ამი­ტომ იმ­ყო­ფე­ბა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მას კი­დევ და­უმ­ძიმ­და საქ­მე, რად­გან მან უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და კი­დევ ერთხელ და­ირ­ღვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ბრა­ლი, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში იყო, მას წა­რედ­გი­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ექ­სტრა­დი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კითხს, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ექ­სტრა­დი­რე­ბა, თუკი მას აქვს იმ ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, ძა­ლი­ან კარ­გი, ნა­ყო­ფი­ე­რი კონ­ტაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს. ეს კონ­ტაქ­ტე­ბი კარ­გა ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ელ­ჩოს და­უ­კავ­შირ­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მე­ლი უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. მან ჩვენს უკ­რა­ი­ნელ პარტნი­ო­რებს მი­ა­წო­და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ამომ­წუ­რა­ვი. მათ შო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლე­ბი, ბრა­ლი, სას­ჯელს რა­ზეც იხ­დის და ასე­ვე ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რა გა­რე­მო­ე­ბებ­შიც მისი და­კა­ვე­ბა მოხ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი ელჩი გვყავს. ის დღეს რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის ას­ლებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცემს და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუკი აინ­ტე­რე­სებთ უკ­რა­ი­ნელ პარტნი­ო­რებს, მი­აწ­ვდის. არც კი უნდა იყოს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ე­ბე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნის სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლი, რისი მცდე­ლო­ბაც აქვთ ოპო­ნენ­ტებ­სა და თა­ვად მსჯავ­რდე­ბულს.

გა­სა­გე­ბია, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ მის მო­ქა­ლა­ქე­ზე იზ­რუ­ნოს. მაგ­რამ, სა­ნამ მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და მო­ქა­ლა­ქე და მას ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რის გა­მოც ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი, აქვს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი იყო კი­დეც. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მას უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც ჰქონ­დეს დარ­ღვე­უ­ლი და უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რიც უკა­ნო­ნოდ ჰქონ­დეს გა­დაკ­ვე­თი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.