ვინ არის კაცი, რომელიც საკუთარ ბინაში სააკაშვილს მალავდა? | Allnews.Ge

ვინ არის კაცი, რომელიც საკუთარ ბინაში სააკაშვილს მალავდა?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლო მის­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

დაც­ვის მხა­რე ცო­მა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს, ბრალ­დე­ბის მხა­რე კი პა­ტიმ­რო­ბას.

ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას ად­ვო­კა­ტის ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ცო­მა­ია არის პატ­რი­ო­ტი, პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ აქვს არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი აფი­ლა­ცია და დევ­ნი­ლი მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი შე­ი­ფა­რა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც "ხუნ­ტის პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დას­დევ­და”.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ელ­გუ­ჯა ცო­მა­ია 1 - ლ ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ შე­უ­პი­რებ­ლად და­ფარ­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 1-დან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ამ იცო­და, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის იძებ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვი­სი აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით, 2021 წლის 30 სექ­ტემ­ბერს მას და­სა­მა­ლად და დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ცა თა­ვის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ბინა.

პრო­კუ­რორ ლე­ვან ვე­ფხვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, რომ­ლის ბი­ნა­შიც და­კა­ვე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­საძ­ლოა, ბრა­ლი 344-ე მუხ­ლით და­უმ­ძიმ­დეს, რაც მიგ­რან­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე უკა­ნო­ნო შე­მოყ­ვა­ნას და სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­ზე უკა­ნო­ნო შე­მოყ­ვა­ნის ფაქ­ტზეც და­ი­წყო და ამ ეტაპ­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ზღვით, კერ­ძოდ, ფო­თის პორ­ტით შე­მო­ვი­და და სა­ზღვა­რი ტრა­ი­ლე­რით გად­მოკ­ვე­თა.

myquiz