"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი | Allnews.Ge

"დავუშვათ ზელენსკი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა?" - ექსპერტი

სა­ქარ­თვე­ლოს მრავ­ლისმნახ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 1-ლ ოქ­ტომ­ბერს იმგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შოუს მომსწრე გახ­და, რომ­ლის მსგავ­სი არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­დღეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უთე­ნია ახა­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შია. ამას მოჰ­ყვა მისი 2 ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბა­თუმ­ში იყო. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ტიც, გვიმ­ტკი­ცებ­დნენ, უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთ კუ­რორტზე ის­ვე­ნებ­სო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და მე­დია არ­კვევ­დნენ ავ­თენ­ტუ­რი იყო თუ არა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი და იყო თუ არა ნამ­დვი­ლად ბა­თუმ­ში ჩა­წე­რი­ლი. მოკ­ლედ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე დღეს გა­სა­მარ­თი არ­ჩევ­ნე­ბი არა­ვის ახ­სოვ­და და რო­გორც მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან სე­რი­ალს, ისე ვა­დევ­ნებ­დით თვალს ქი­მე­რად ქცე­უ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თავ­გა­და­სა­ვალს. დღის ბო­ლოს სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შს მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და სუს-ის ხელ­მძღვა­ნელ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თან­ხლე­ბით გა­მოგ­ვი­ცხა­და, ძებ­ნი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი­აო.

მა­ლე­ვე ვი­ხი­ლეთ ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტიც, თუმ­ცა დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია კი­თხვე­ბი, რო­გორ შე­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში, რა­ტომ ამ­ბობ­და მთე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ელი­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო, რა არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი? ჩვენ გვახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მი­სი­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ლა­ივ­ჩარ­თვე­ბით, მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბი­თა და დიდი აჟი­ო­ტა­ჟით, რაც ორ­მა­გი შე­მარ­თე­ბით უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა ასე არ მოხ­და.

თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ზა­ნი ის იყო, რომ მე­ო­რე დღეს და­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შუა ისე გა­ეკ­რი­ფა, მხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ეხე­ი­რათ, ეს ნამ­დვი­ლად მო­ა­ხერ­ხა. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­ულ ნა­წილ­ში, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 46,68%-იანი მხარ­და­ჭე­რით ლი­დე­რობს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმა ამომ­რჩევ­ლის 30,7%-მა მის­ცა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას 7,8%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს, და­ნარ­ჩენ პარ­ტი­ებს კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პულ­სი არ ესინ­ჯე­ბათ. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ვფიქ­რობ­დი, რომ მისი ჩა­მოს­ვლის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რე იყო, მაგ­რამ ჩა­მო­ვი­და, თან სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი რამ მოხ­და - კაცი, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წე­ლია ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლია, ჩა­მო­ვი­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩაჰ­ბარ­და. უნდა ვა­ღი­ა­რო, ვერ გა­ვი­გე, რე­ა­ლუ­რად რა მი­ზა­ნი ჰქონ­და მის ჩა­მოს­ვლას. ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შოკ­ში იყო, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, გა­მოჩ­ნდა იმათ გან­ცხა­დე­ბებ­ში, ვი­საც ეკ­რან­ზე ვხე­დავ­დით. ათა­სი სი­სუ­ლე­ლე მო­ვის­მი­ნეთ მათ­გან, რაც თა­ვის­თა­ვად ცალ­კე აუხ­სნე­ლი რა­მაა. და­ვუშ­ვათ ვი­ღა­ცამ იცო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მოს­ვლის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს რა­ტომ არ ჰქონ­დათ ეს ინ­ფორ­მა­ცია?! თუ ასეა, ეს არის უნ­დობ­ლო­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დონე.რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ფრაქ­ცი­ის ლი­დერს არა­ფე­რი სცოდ­ნო­დათ და ამ­დე­ნი სი­სუ­ლე­ლე ელა­პა­რა­კათ.

თუ უშიშ­რო­ე­ბა ოპე­რა­ცი­ას ატა­რებ­და, ის მა­ინც ერ­ჩი­ათ მათ­თვის, რომ ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.მე­ო­რე მხა­რეა თვი­თონ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ახლა ამ­ტკი­ცებს, ლე­გა­ლუ­რად შე­მო­ვე­დიო, თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, ბრალს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის წა­უ­ყე­ნე­ბენ. უნდა გა­ირ­კვეს, რო­გორ, რა გზით შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში? დღე­ვან­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ცით, რომ შე­მო­ი­პა­რა და რამ­დე­ნი­მე დღე და­სე­ირ­ნობ­და ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია, რომ არ და­ე­ჭი­რათ, რას აპი­რებ­და, რა ჰქონ­და მიზ­ნად?

უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი და ვერ­სი­აა, ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ. უკვე ვთქვი, რომ მის­მა ჩა­მოს­ვლამ ოპო­ზი­ცი­ის ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი კო­ზი­რი გა­ა­თა­მა­შა. ამით დას­რულ­და პრო­ცე­სი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი. უფრო სწო­რად, ის აქამ­დე იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის შე­თა­მა­შე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ხრი­კი, რო­მელ­საც ამ­გვა­რი გზავ­ნი­ლით სთა­ვა­ზობ­და მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენ თუ არ აგ­ვირ­ჩევთ, მიშა მო­ვაო... ეს "მგე­ლი მო­დის" ძა­ხი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლამ და­ას­რუ­ლა. თა­ვის მხრივ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ამომ­რჩე­ველ­ში იყო გან­ცდა, რომ მიშა ჩა­მო­ვი­დო­და და ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებ­და, მაგ­რამ ცი­ხე­ში ჩაჯ­და და მათი მო­ლო­დი­ნიც გაც­რუვ­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლამ იმუ­შა­ვა, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, იმუ­შა­ვა ბოლო ჯერ­ზე. დას­რულ­და ეპო­ქა, რომ გვა­ში­ნებ­დნენ, არი­ქა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მოვ­ლე­ნო. სა­ა­კაშ­ვი­ლი დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში თუ გა­დას­ცე­მენ უკ­რა­ი­ნას, აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მან პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი სრუ­ლად ამო­წუ­რა. ამი­ტო­მაც ამის შემ­დეგ მისი გავ­ლე­ნა არ­ჩევ­ნებ­ზე ეფე­მე­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისეთ პი­რო­ბებს არ შექ­მნის, რომ სა­ა­კაშ­ვილს ეს კა­პი­ტა­ლი კი­დევ შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს და მო­მა­ვალ­ში კვლა­ვაც გა­მო­ი­ყე­ნოს. ჩემი აზ­რით, სწო­რი ნა­ბი­ჯი ის იქ­ნე­ბო­და, თუ 3-ში მარ­თლაც გა­ი­მარ­თე­ბო­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ეს იქ­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა, მაგ­რამ ესეც არ გა­ა­კე­თა.

რო­დე­საც ლო­გი­კუ­რი ბმა არა აქვს ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბებს, ჩნდე­ბა უამ­რა­ვი ეჭვი და ვერ­სია. მა­გა­ლი­თად, სუ­ლაც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­მე­უ­ლი შე­თან­ხმდა მა­შინ, რო­დე­საც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ზე­ლენ­სკი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და სწო­რედ იქ გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­დო­და, მერე უკ­რა­ი­ნა მო­ი­თხოვ­და მისი მო­ქა­ლა­ქის გა­და­ცე­მას და ესე­ნიც გა­დას­ცემ­დნენ. მაგ­რამ და­ვუშ­ვათ ზე­ლენ­სკი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლი რის ფა­სად და­თან­ხმდა ამას, თუ ამ­გვა­რი რამ მოხ­და?

თუ ასე­თი გა­რი­გე­ბის ვერ­სი­ას მივ­ყვე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რჩე­ბა - დიდი ფული, რო­მე­ლიც ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის ვის შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ხა­და და ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი.აბა, ევ­რო­პი­დან და და­სავ­ლე­თი­დან ვნა­ხეთ მი­შას ჩა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე რა კა­ტე­გო­რი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რი და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა უპირ­ვე­ლე­სად სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებს უნდა აუხ­სნას, რა იყო მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი. განაგრძეთ კითხვა

myquiz