რა უნდა ვიცოდეთ საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების შესახებ, როცა საქმე კრიტიკულ დაავადებას ეხება? | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების შესახებ, როცა საქმე კრიტიკულ დაავადებას ეხება?

სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბას რო­გორც წესი, კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვირ­ჩევთ. ამ არ­ჩე­ვანს კი თან სდევს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სწო­რად არ­ჩე­ვის, ლო­გის­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის და ხარ­ჯე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის არ­ცთუ ისე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სი, მა­შინ, როცა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი სას­წრა­ფოდ და­სა­წყე­ბია.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ფონ­დი, სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა, რო­მე­ლიც ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მკურ­ნა­ლო­ბი­სას დიდ როლს თა­მა­შობს, მაგ­რამ თუ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას გა­დავ­წყვეტთ, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის მო­ძი­ე­ბა უფრო რთულ­დე­ბა.

დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, მის გა­და­მოწ­მე­ბა­ზე ვი­წყებთ ფიქ­რს. სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში ერთი და იგი­ვე კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხარ­ჯე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად გა­ზარ­დოს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თა­ვი­დან­ვე ავარ­ჩი­ოთ კლი­ნი­კა სა­ზღვარ­გა­რეთ და პირ­და­პირ იქ გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას დრო­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვს, წლე­ბია, შე­იქ­მნა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც მათ პრობ­ლე­მის სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ. რე­ა­ლუ­რად, თა­და­რი­გის წი­ნას­წარ და­ჭე­რით აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯის თა­ვი­დან არი­დე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ზო­გილ თან­ხას კი ისევ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას მო­ვახ­მართ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვის სერ­ვი­სის გა­ჩე­ნამ სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა კი­დევ უფრო მარ­ტი­ვი გა­ხა­და. მა­გა­ლი­თის­თვის „თი­ბი­სი და­ზღვე­ვა“ პა­ცი­ენტს თა­ვად­ვე უგ­ვა­რებს ყვე­ლა ლო­გის­ტი­კურ სა­კითხს, ურ­ჩევს მის­თვის სა­ჭი­რო პრო­ფი­ლის კლი­ნი­კას და სა­უ­კე­თე­სო ტა­რი­ფე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მას მა­ინც ფი­ნან­სე­ბი წარ­მო­ად­გენს, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი არა ტრა­დი­ცი­უ­ლი, არა­მედ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დით ანა­ზღა­ურ­დეს: და­ა­ვა­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი წა­რად­გენს შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენტს და კომ­პა­ნი­ის­გან პირ­და­პირ იღებს 25 000-დან 150 000 ლა­რამ­დე თან­ხას.

„პა­ცი­ენტს ცალ­კე­უ­ლი კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა აღარ უწევს. ჩვენ მას აღ­ნიშ­ნულ დის­კომ­ფორ­ტს თა­ვი­დან ვა­რი­დებთ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­წყვეტს მკურ­ნა­ლო­ბას თუ სა­ზღვარ­გა­რეთ, პირ­და­პირ ვუ­რი­ცხავთ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ თან­ხას, რათა სწრა­ფად ჩა­ი­ტა­როს ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა და სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია და არ­ცერ­თი დღე არ და­კარ­გოს. კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხომ დრო­ის ფაქ­ტო­რი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გან­გვი­მარ­ტეს „თი­ბი­სი და­ზღვე­ვა­ში“.

გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღა­ლი ხარ­ჯე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად თავს წი­ნას­წარ იზღვე­ვენ. ევ­რო­პა­ში კონ­კრე­ტუ­ლად კრი­ტი­კულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე და­ზღვე­ვა საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რათა შემ­დეგ სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღონ და ყვე­ლა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია ჩა­ი­ტა­რონ. ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ პრობ­ლე­მას მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­ხვდეთ და რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რედ თა­და­რი­გის წი­ნას­წარ და­ჭე­რით ვი­პო­ვოთ.