"ამ პოსტს ვწერ რომ მივმართო ხალხს... დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი.." - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი | Allnews.Ge

"ამ პოსტს ვწერ რომ მივმართო ხალხს... დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი.." - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟი, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ფე­ის­ბუქ­ზე ეხ­მი­ა­ნე­ბა და შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჭო­რებს არას­დროს ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ამ რთულ პე­რი­ოდ­ში და ამ­დენ დრა­მა­ში მეს­მის, რომ მძი­მე და გა­ბუ­ქე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის და­ჯე­რე­ბა ად­ვი­ლია. ამ პოსტს ვწერ რო მივ­მარ­თო ხალ­ხს და ჭო­რებს: ცნო­ბის­თვის, მე ვარ 15 წლის და თბი­ლის­ში 1 5 წ ე ლ ი ა ვცხოვ­რობ სან­დრას­თან ერ­თად.

უმ­ჯო­ბე­სია, რომ კრი­ტი­კუ­ლი იყოთ და არ აყ­ვეთ ფე­იზ­ბუკ (და სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის) კო­მენ­ტა­რებს და " ჭო­რი­კა­ნა" გვერ­დებს. ვის­წავ­ლოთ, რომ კრი­ტი­კუ­ლი ვი­ყოთ ყვე­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მართ და დავ­სვათ შემ­დე­გი კი­თხვე­ბი: -სა­ი­დან იცი­ან? -სან­დო წყა­რო აქვთ? -რა მე­სი­ჯის გად­მო­ცე­მას ცდი­ლო­ბენ? ვის ინ­ტე­რეს­ში შე­დის ეს?-ზო­გა­დად რა ნა­რა­ტი­ვი აქვთ?

დე­და­ჩემ­ზე იყო მძი­მე ჭორი, რომ ცუ­დად არის, რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად სი­სუ­ლე­ლეა. მე შე­მიძ­ლია ვთქვა, რად­გან დე­და­ჩემ­თან ერ­თად ვარ სულ, რომ ეს ასე არ არის. მაგ­რამ მეს­მის რომ შე­იძ­ლე­ბა და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

მოკ­ლედ, რას ვამ­ბობ: არა­ფე­რი არ იცით, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენ ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლად ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს და უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია რომ პრე­სამ ან ნე­ბის­მი­ერ ფე­იზ­ბუკ პი­როვ­ნე­ბამ, ან თუნ­დაც სუს­მა იცო­დეს რა ხდე­ბა ჩვენ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

ნე­ბის­მი­ე­რი ჭო­რის წყა­რო არის უბ­რა­ლოდ ფან­ტა­ზია. იყა­ვით კრი­ტი­კუ­ლი, იყა­ვით ძლი­ე­რი, გა­უფრ­თხილ­დით თავს და მე­ო­რე ტურ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ხმა მი­ე­ცით ცვლი­ლე­ბას", - წერს ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი.