თითქმის ყველა უბნის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46,68%-იანი, „ნაცმოძრაობას“ კი 30,7%-იანი მხარდაჭერა აქვს | Allnews.Ge

თითქმის ყველა უბნის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46,68%-იანი, „ნაცმოძრაობას“ კი 30,7%-იანი მხარდაჭერა აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 46,68 %-მა დაუჭირა.

3743 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 3742 უბნის მონაცემები. დარჩენილია მხოლოდ ერთი უბანი.

უფრო კონკრეტულად, ცესკოს წინასწარი შედეგები ასეთია:

  • “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 46,68 %,
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 30, 7 %,
  • „გახარია - საქართველოსთვის“ – 7,8 %,
  • „ლელო“ – 2, 71 %,
  • "ევროპული საქართველო" - 1,66;
  • „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1, 34 %,
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.38 %;
  • „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1.44 %,
  • „გირჩი“ – 0.95%,
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 0.83 %,
  • „ელენე ხოშტარია - დროა“ - 0.61 %,
  • „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - 0.85 %.