წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ 48,56 %-იანი, „ნაცმოძრაობას“ კი 31,23%-იანი მხარდაჭერა აქვს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 48,56 %-მა დაუჭირა.
3743 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1446 უბნის მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, ცესკოს წინასწარი შედეგები ასეთია:
- “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48,56 %,
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 31, 23 %,
- „გახარია - საქართველოსთვის“ – 6,87 %,
- „ლელო“ – 2, 6 %,
- "ევროპული საქართველო" - 1,82;
- „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1, 27 %,
- „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.25 %;
- „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1.04 %,
- „გირჩი“ – 0.71 %,
- „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 0.61 %,
- „ელენე ხოშტარია - დროა“ - 0.38 %,
- „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ - 0.6 %.