მიხელ სააკაშვილი - ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ხმები უნდა დავიცვათ.
“თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“, - წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი და IPSOS-ის კვლევების შედეგებს აზიარებს.
Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმები ასე ნაწილდება:
- გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 %,
- „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %,
- „ლელო“ – 4 %,
- "ხალხისთვის" - 2%,
- "გირჩი" - 1,6%,
- "მოქალაქეები" - 1,1%,
- „ევროპული საქართველო“ – 1 %,
- "ლეიბორისტული პარტია" - 1,0%,
- "პატრიოტთა ალიანსი" - 0,9%,
- "მესამე ძალა" - 0,8%.