კახა კალაძემ ეგზიტპოლის შედეგები ოჯახთან ერთად მოისმინა - როგორ შეხვდნენ "ოცნების" ოფისთან კვლევის შედეგებს? | Allnews.Ge

კახა კალაძემ ეგზიტპოლის შედეგები ოჯახთან ერთად მოისმინა - როგორ შეხვდნენ "ოცნების" ოფისთან კვლევის შედეგებს?

„გორ­ბის“ ეგ­ზიტ­პო­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მო­ბენ. კახა კა­ლა­ძემ ამომ­რჩევ­ლებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და თა­ნა­გუნ­დე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

„მინ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო დღე­ვან­დე­ლი დღე. გან­სა­კუთ­რე­ბით, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა და მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო თბი­ლი­სის და თბი­ლი­სე­ლე­ბის მი­მართ. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამ ნდო­ბის­თვის, ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის და რო­გორც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი მთე­ლი ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, მზად ვარ, 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვემ­სა­ხუ­როთ ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ამ ქა­ლაქს, ამ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბას და ამ ქა­ლა­ქის აღმშე­ნებ­ლო­ბას.

დღეს ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც სჭირ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნას, ეს არის მშვი­დო­ბა, ეს არის სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა მოგ­ვცემს ამ ყვე­ლაფ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ შემ­დე­გი სამი წელი მო­ვახ­დი­ნოთ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ კე­თილ­დღე­ო­ბა იგ­რძნოს ჩვე­ნი თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ.

თქვენ იცით, რომ 2024 წელს არის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, მა­ნამ­დე გვაქვს ძა­ლი­ან დიდი დრო ამი­ტომ, ყო­ველ­დღი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბა თქვე­ნი, ახალ­გაზ­რდე­ბის, რომ­ლე­ბიც მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოგ­ყოთ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვენ იმ შრო­მის­თვის, იმ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რაც გა­ა­კე­თეთ ჩვე­ნი გუნ­დის­თვის და ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის.

უნდა და­ვე­ლო­დოთ ცეს­კოს სა­ბო­ლოო შე­დე­გებს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბით ყველ­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, გი­ლო­ცავთ, მად­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.