როგორია ამომრჩეველთა აქტიურობა 15:00 საათის მდგომარეობით - ცესკოს ინფორმაცია | Allnews.Ge

როგორია ამომრჩეველთა აქტიურობა 15:00 საათის მდგომარეობით - ცესკოს ინფორმაცია

15:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 33.18% შე­ად­გი­ნა, რაც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად 1 მი­ლი­ონ 160 413 ამომ­რჩე­ვე­ლია.

„კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა და მინ­და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დო ამომ­რჩევ­ლებს იაქ­ტი­უ­რონ, ვი­ნა­ი­დან არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4 სა­ა­თი დარ­ჩა.

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს №4 კრწა­ნი­სის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში 28 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამომ­რჩევ­ლე­ბი ხმას სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით აძ­ლე­ვენ, აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­დე­გე­ბი კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნებს ასე­ვე და­ით­ვლი­ან სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რე­ბი.

დღეს ასე­ვე ერთ-ერ­თმა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის 24,3% დი­ლის 08:00 სა­ა­თის­თვის არ იყო მზად კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად. ჩვენ დი­ლი­დან წარ­მო­გიდ­გენთ ინ­ფორ­მა­ცი­ას კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე და უკვე დი­ლის 08:30 სა­ათ­ზე გაც­ნო­ბეთ, რომ კენ­ჭისყ­რის­თვის სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი 08:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა. მხო­ლოდ 10-15 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნა სულ 9 უბა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით (მთაწ­მინ­და 1 უბა­ნი, კრწა­ნი­სი 2 უბა­ნი, ვაკე 3 უბა­ნი, დე­დოფ­ლის­წყა­რო 1 უბა­ნი, ხობი 1 უბა­ნი, მარ­ტვი­ლი 1 უბა­ნი), რაც და­მე­თან­ხმე­ბით, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა 3664 უბ­ნის 24.3% პრო­ცენ­ტი. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ზუგ­დი­დის # 90-ე უბ­ნი­დან დამ­კვირ­ვე­ბე­ლი გა­ა­ძე­ვეს, რო­მე­ლიც მათი თქმით -„მთელ რიგ დარ­ღვე­ვებს აფიქ­სი­რებ­და“.

ჩვენ გა­და­ვა­მოწ­მეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც და გაც­ნო­ბებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი კენ­ჭისყ­რის პრო­ცესს უშ­ლი­და ხელს, ისი­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბებს უღებ­დნენ ფო­ტოს, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გა­აფრ­თხი­ლა ისი­ნი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­უხ­და მათი უბ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა. მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის. გაც­ნო­ბებთ, რომ მომ­დევ­ნო სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თე­ბა 18:00 სთ-ზე და წარ­მო­გიდ­გენთ ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბას 17:00 სთ-ის მდგო­მა­რე­ო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.