პატარძალი საარჩევნო უბანთან, დახეული ბიულეტინები... - დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა | Allnews.Ge

პატარძალი საარჩევნო უბანთან, დახეული ბიულეტინები... - დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამომ­რჩევ­ლე­ბი 64 მერს და ასე­ვე, 64 საკ­რე­ბუ­ლოს 2 068 წევ­რს (რო­გორც პრო­პორ­ცი­უ­ლი, ისე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით) ირ­ჩე­ვენ. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 07:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა, ხმის მი­ცე­მა კი 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა ად­გი­ლი ჰქონ­და მცი­რე ინ­ცი­დენ­ტებ­სა და კუ­რი­ო­ზულ ფაქ­ტებ­საც:

ფოთ­ში #3 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან ხმა­უ­რი იყო. „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან ხალ­ხი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ აგი­ტა­ცი­ას ატა­რებს, რისი უფ­ლე­ბაც კა­ნო­ნით 100 მეტ­რის რა­დი­უს­ში ეკ­რძა­ლე­ბათ. მა­თი­ვე თქმით, შე­ნიშნ­ვა მის­ცეს, რა­საც სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას ცდი­ლობს.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს იყე­ნებს ყვე­ლა უბან­ზე და არ ერი­დე­ბა არა­ფერს. სხვა შან­სი არაფ­რის არა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­და იმი­სა, რომ გა­ა­ყალ­ბოს არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ფო­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, და­რე­ჯან ცხვი­ტა­რი­ამ.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ცნო­ბით, კენ­ჭისყ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, მათი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ და­ფიქ­სირ­და შემ­დე­გი სა­ხის დარ­ღვე­ვე­ბი: დამ­კვირ­ვებ­ლის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, წი­ლისყ­რის წე­სის დარ­ღვე­ვა, სა­არ­ჩევ­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და ა.შ.

მათი გან­მარ­ტე­ბით, ამ დრო­ი­სათ­ვის „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში შე­ტა­ნი­ლია 8 სა­ჩი­ვა­რი, ხოლო სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში - 10 სა­ჩი­ვა­რი. 4 შე­ნიშ­ვნა და­ფიქ­სირ­და ჩა­ნა­წერ­თა წიგნ­ში.

„ძი­რი­თა­დი დას­კვნე­ბი 10:00-სთვის-„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბ­ნე­ბის თით­ქმის 1/4 08:00 სა­ათ­ზე კენ­ჭისყ­რის და­სა­წყე­ბად მზად არ იყო, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უ­ა­რე­სე­ბაა 2017 წლის შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცემ­თან შე­და­რე­ბით. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვებ­ლებს თით­ქმის ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შეს­ვლი­სა და შე­უ­ზღუ­და­ვად დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. თუმ­ცა, მათ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე წი­ლისყ­რის პრო­ცე­სის დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დათ. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რედ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ე.წ. კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მი­სულ ამომ­რჩე­ველს აღ­რი­ცხა­ვენ. ზო­გი­ერ­თი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­იმ­ჩნე­ვა სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლე­ბი. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, ად­გი­ლი ჰქონ­და წი­ლისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვას“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"დრო­ას" თავ­მჯდო­მა­რის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ხარ­ვე­ზი­ა­ნი ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის გა­მოც­ვლა­ზეც თავ­და­პირ­ვე­ლად უარი თქვეს.

"აი ეს არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი და კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რომ არ უც­ვლი­დენ, კი შე­ვაც­ვლე­ვი­ნეთ, მაგ­რამ არ და­უ­ჯე­როთ თუ ეც­დე­ბი­ან ესე­თე­ბის შე­მო­ტენ­ვას".

244316513-10157844734190728-6082148044375090502-n-1633164618.jpg

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანი ჩიკ­ვა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ვლი­სას რე­გის­ტრა­ტორ­მა ბი­უ­ლე­ტინ­ზე ბე­ჭე­დი არ და­ურ­ტყა.

"რო­გორ ყალბ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი? აი ასე ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი , რომ მე­გო­ნა თავი , დი­ლის 8 სა­ათ­ზე მი­ვე­დი არ­ჩევ­ნებ­ზე პირ­ვე­ლი შე­ვე­დი უბან­ზე და რე­გის­ტრა­ტორ­მა არც ბე­ჭე­დი და­ურ­ტყა ბი­უ­ლე­ტე­ნებს და არც ხელი მო­ა­წე­რა, რად­გან მა­ნამ­დე აგი­ტა­ტორს ქონ­და და­რე­კი­ლი და იცოდ­ნენ რომ ხმას ოპო­ზი­ცი­ას ვაძ­ლევ­დი... ვრე­კავ ცეს­კო­ში და აზრი არ აქ­ვსო, ანუ ჩემი და დე­და­ჩე­მის ხმა აი ასე და­ი­კარ­გა!!! ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით ხალხნო, ჩემ­სა­ვით არ მო­ტყუვ­დეთ".

sknews.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყრუ­თის N27–ე უბან­ზე კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა ხმა რე­გის­ტრა­ტო­რის მა­გი­დას­თან მის­ცეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო დამ­კვირ­ვე­ბელ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს:

პარ­ტია „გა­ხა­რია–სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ეკა­ტე­რი­ნე კა­ხი­ძე, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს წყრუ­თის N27 უბან­ზე აკ­ვირ­დე­ბა, აცხა­დებს, რომ კო­მი­სი­ის ორმა წევ­რმა ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ზე სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტი სა­ჯა­როდ, რე­გის­ტრა­ტუ­რის მა­გი­დას­თან შე­მო­ხა­ზა.

"ყვე­ლას და­სა­ნა­ხად 41 შე­მო­ხა­ზეს, კა­ბი­ნა­ში არ შე­სუ­ლან", – ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე კა­ხი­ძე.

აჭა­რის ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია TV 25 ავ­რცე­ლებს ერთ-ერთ სა­არ­ჩე­ვო უბან­ზე გა­და­ღე­ბულ კუ­რი­ო­ზულ ფო­ტოს, სა­დაც დე­ზინ­ფექ­ცი­ის პრო­ცე­სია გა­და­ღე­ბუ­ლი.

243570870-2223096677830011-7025106335290939660-n-1633164671.jpg

ტრა­დი­ცი­უ­ლად, რო­გორც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე, წელ­საც სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან გა­მოჩ­ნდა პა­ტარ­ძა­ლი. ფო­ტოს "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს.

pat-1633164747.png