"დღეს ბიძინაობაა" - ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს "ბიძინაობას" და ხელისუფლებაში მოსვლის 9 წლისთავს ულოცავს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ აცნობა.
"დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძვნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება.
9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძვნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს და ჩვენს ქართველ ხალხს მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას ვუსურვებ" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.