მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს- იხილეთ კადრები | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს- იხილეთ კადრები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ მეორე ვიდეოსაც ავრცელებს. ამჯერად ჩანს, როგორ გადაადგილდება მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ქუჩებში.

„მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის. მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ: 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, მართლაც, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და რომლებიც მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ მისცეთ ხმა.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მორჩა ის, რომ ხალხს აგდებენ ქვეყნიდან. 50%-ით გაიზარდა აპლიკანტთა რაოდენობა ევროკავშირში. ეს უნდა დასრულდეს. ამ ყველა ბულვარს, ამ სილამაზეს მე რუსი ტურისტებისთვის კი არ ვაკეთებდი ან თურქებისთვის და ირანელებისთვის, ეს ყველაფერი იყო თქვენთვის, თქვენი წარმატებისთვის და მე არ მინდა, რომ ეს ვინმე სხვას დარჩეს. ძალიან გთხოვთ, იაქტიურეთ! მე ბოლომდე თქვენთან ვარ და ისე კი არა, მორალურად, აგერ ვარ, თქვენთან ვარ, ბათუმში ვარ, ქუთაისში ვარ, თბილისში ვარ, თბილისში ვიქნები თქვენთან ერთად 3-ში და 2-შიც. აბა, თქვენ იცით, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი და წარმატებები,“- განაცხადა სააკაშვილმა.