როდიდან დაიწყება წამლების მონიტორინგი და გააძვირებს თუ რა ეს მედიკამენტებს | Allnews.Ge

როდიდან დაიწყება წამლების მონიტორინგი და გააძვირებს თუ რა ეს მედიკამენტებს

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე GDP და GMP სტანდარტების დანერგვა სავალდებულო ხდება. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა რადიო „პალიტრისა" და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, შესაბამისად, წამლების მონიტორინგიც დაიწყება.

ცნობისთვის, ფარმაცევტულ დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოუწევთ.

"GDP და GMP სტანდარტით წამყვანი ქვეყნები მრავალი ათეული წლის განმავლობაში ოპერირებენ. ჩვენთან ამ თემაზე საუბარი დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც უკვე კონკრეტული გრაფიკები დაისახა, რომ როგორც მწარმოებლები, ისე დისტრიბუტორები ჩართულიყვნენ ამ პროცესის იმპლემენტაციაში და რაღაც პერიოდისთვის სავალდებულო ყოფილიყო.

განაგრძეთ კითხვა