"შესაძლოა, მიშას ჩანაფიქრი გამოუვიდეს..." - როგორ ეხმაურებიან რუსეთში სააკაშვილის გეგმას? | Allnews.Ge

"შესაძლოა, მიშას ჩანაფიქრი გამოუვიდეს..." - როგორ ეხმაურებიან რუსეთში სააკაშვილის გეგმას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს, მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბებს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის და­პი­რე­ბებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სუ­ლი მე­დია და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

echo.msk.ru-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბელ ბი­ლეთს ქვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მა წერს, რომ შინ დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღი ქვეყ­ნის ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა 2 ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს და­ამ­თხვია, რათა, რო­გორც ის ამ­ბობს, გა­მარ­ჯვე­ბა ერ­თად იზე­ი­მონ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მას ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბა პა­ტიმ­რო­ბით ემუქ­რე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს" - წერს გა­მო­ცე­მა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლით მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს. რით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი?" - ასე­თი სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა tvrain.ru ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სა­ა­კაშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღი და­ა­სა­ხე­ლა. რას გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი?!" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა lenta.ru.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ თბ­ვილსში, 2 ოქ­ტო­მო­ბერს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს დაბ­რუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მისი თქმით, ბი­ლე­თი ორი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის აიღო, რათა მის ამომ­რჩე­ველ­თან ერ­თად იყოს არ­ჩევნმე­ბის დღეს, რათა მათი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა და­იც­ვას და სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა­ში წვი­ლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. პირ­ვე­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ მან 6 სექ­ტემ­ბერს გა­ნა­ცხა­და. პო­ლი­ტი­კო­სი რვა წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია, ახლა კი ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს უნდა და­ეს­წროს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა, თაკო ჩარ­კვი­ან­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად სა­ერ­თო სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბაც და­ა­ფუძნა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­აკშ­ვი­ლის მი­მართ გა­ნოხრცი­ე­ლე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა უნდა დას­რულ­დეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

tass.ru-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბა.

"შე­ას­რუ­ლებს თუ არა, ერთი ან მე­ო­რე მხა­რე პი­რო­ბას, ამის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ოთხი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, მათ შო­რის არის, 2006 წელს მომ­ხდა­რი და ქვე­ყა­ნა­ში ძალ­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და დე­პუ­ტატ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის სას­ტი­კად ცე­მის საქ­მე. მარ­თველ გუნდში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მას სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვე­ბენ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბიც:

"სა­ქარ­თვე­ლო სხვა­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნაა. შე­საძ­ლოა გა­მო­უ­ვი­დეს კი­დეც მი­შას ჩა­ნა­ფიქ­რი, მით უფრო, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბევ­რი რა­მის გამო უბ­რაზ­დე­ბი­ან, იმედ­გა­ცუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რე­ვო­ლუ­ცია არა, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, "ოც­ნე­ბის" გუნ­დი რა­ღაც დათ­მო­ბებ­ზე წა­იყ­ვა­ნონ" - წერს ინ­ტე­რეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი სერ­გეი ბრე­ხა­ლო­ვი.

"ვი­თომ მე­ო­რე ნა­ვალ­ნი? არ მგო­ნია... გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ნა­ვალ­ნის შე­უ­კე­რეს საქ­მე­ე­ბი, მი­შას, მგო­ნი, საკ­მა­ოდ აქვს მი­ქა­რუ­ლი" - წერს ვერა პოლ­კი­ნა.

"მე­რამ­დე­ნე არ­ჩევ­ნე­ბია ჩა­მო­დის. არა­და, თუ ჩავა, ნამ­დვი­ლად კარ­გს იზამს, ბო­ლოს და ბო­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ერ­კვე­ვა, მი­შას ხათ­რით ხმას აძ­ლევს მის პარ­ტი­ას, თუ იქაც არი­ან ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ლი­დე­რე­ბი. ნელ­სონ მან­დე­ლად ალ­ბათ ვერ იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სია და ცოტა დინ­ჯად რომ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, ახლა მის ქვე­ყა­ნა­ში სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია ნამ­დვი­ლად შექ­მნა" - მი­აჩ­ნია ატიფ ნოვ­რუ­ზოვს.

myquiz