2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის - ექსპრეზიდენტი ავიაბილეთის ფოტოს აქვეყნებს | Allnews.Ge

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის - ექსპრეზიდენტი ავიაბილეთის ფოტოს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში კი­ე­ვი-თბი­ლი­სის ავი­ა­ბი­ლე­თის ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბედი წყდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა-არ­გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი წყდე­ბა და, რა თქმა უნდა, ავი­ღე ბი­ლე­თი, რო­გორც ვთქვი, 2 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს­თვის, რათა თქვენ­თან ერ­თად ვიყო თბი­ლის­ში და თქვენ­თან ერ­თად და­ვიც­ვა თქვე­ნი ნე­ბის გა­მო­ხა­ტურ­ლე­ბა და თქვენ­თან ერ­თად მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლო­ბა საქრთვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა­ში", - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

243530202-399160144912922-4114985826925769706-n-84040-1632803245.jpg

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მას შემ­დეგ, რაც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა, ყვე­ლა­ნი უნდა გა­მო­ვი­დეთ ქა­ლა­ქე­ბის, სოფ­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში და ერ­თად და­ვიც­ვათ გა­მარ­ჯვე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს გვერ­დში და­უდ­გე­ბი­ან.

ასევე დაგაინტერესებთ 14:06 / 10-09-2021"მე, მაგალითად, მის ადგილზე აუცილებლად ჩამოვიდოდი" - რას წერს ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე 12:43 / 13-09-2021"საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე 01:16 / 18-09-2021"ძალიან მინდა, ჩამოვიდეს, ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე 13:10 / 27-09-2021გუბაზ სანიკიძე: "ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს, მიხეილ სააკაშვილია... გარწმუნებთ, ჩამოდის"„სულ რამ­დე­ნი­მე დღე გვა­შო­რებს ის­ტო­რი­უ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის თა­რი­ღის­გან. ეს არის უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ და­უშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი და და­აკ­ვირ­დე­ბა ფორ­მა­ლუ­რად ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, მაგ­რამ ამით მათ თქვეს, რომ ეს არ არის მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი შარლ მი­შე­ლის ეგი­დის ქვეშ მიღ­წე­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ესე იგი, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი მარ­თვის თა­ო­ბა­ზე რე­ფე­რენ­დუ­მი, უფრო სწო­რად, მისი მარ­თვის­გან ჩა­მო­შო­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა მი­ვი­დეთ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და რე­ფე­რენ­დუმ­ზე. ჩვენ ყვე­ლამ უნდა მივ­ცეთ ხმა და და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია და მას შემ­დეგ, რაც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა გა­მო­ვი­დეთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის სოფ­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში და ერ­თად და­ვიც­ვათ ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ამი­ტომ მე ვერ ვიქ­ნე­ბი ამ პრო­ცეს­ში გვერ­დით. სა­ქარ­თვე­ლოს ბედი წყდე­ბა, გა­დარ­ჩე­ნა არ გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი წყდე­ბა და რა თქმა უნდა, ავი­ღე ბი­ლე­თი, რო­გორც ვთქვი, 2 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს­თვის, რათა თქვენ­თან ერ­თად ვიყო თბი­ლის­ში და თქვენ­თან ერ­თად და­ვიც­ვა თქვე­ნი ნება, თქვე­ნი ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და თქვენ­თან ერ­თად მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა­ში. ამას არც ჩემ­თვის ვა­კე­თებ და მე არა­ნა­ი­რი პი­რა­დი ამ­ბი­ცია არ მა­მოძ­რა­ვებს და არა­ნა­ი­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის სურ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ ამის­თვის ბრძო­ლას, მაგ­რამ ვა­პი­რებ ბრძო­ლას იმის­თვის, რომ ჩვენს შვი­ლებს ჰქონ­დეთ მო­მა­ვა­ლი. ვა­პი­რებ ბრძო­ლას იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ დარ­ჩეს მსოფ­ლიო რუ­კა­ზე, არა­მედ და­უბ­რუნ­დეს სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას და ეს სი­ღა­რი­ბე, გა­მო­უ­ვა­ლო­ბა, კა­ტას­ტრო­ფა, რაც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­ჩერ­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­შე­ნე­ბი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბის პრო­ცე­სი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ შე­ჩერ­დეს. მე იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს და­ვუდ­გე­ბით გვერ­დში, ყვე­ლა­ნი გავ­წევთ გვერ­დზე ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბას, ჩვენ უნდა წა­ვი­დეთ ბო­ლომ­დე სრულ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. შეხ­ვედ­რამ­დე თბი­ლის­ში!“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

myquiz